ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიების, “Harry & Meghan”-ის დრამა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გარშემო ახალი სკანდალი ატყდა. მიზეზი პრინცი ჰარის მემუარია, რომელიც 10 იანვარს უნდა გამოვიდეს.

The Guardian-ის განცხადებით, მათ ნაადრევად მოიპოვეს მემუარის გამოცემა და ადასტურებენ ფაქტს, რომ წიგნში ძალიან დეტალურადაა აღწერილი ჰარის ცხოვრების ყველა დეტალი, მისი დაბადებიდან (როცა ჩარლზმა დიანას უთხრა, “მშვენიერია, შენ მე ერთი მემკვირდე და ერთი სათადარიგო მემკვიდრე მაჩუქე – ჩემი საქმე დასრულებულია), 2019 წელს მომხდარ ინციდენტამდე, როდესაც უილიამმა მეგანს რთული, უზრდელი და უხეში უწოდა, რის შემდეგადაც ჰარის ხელით შეეხო.

ნაწყვეტი მემუარიდან აღნიშნულ ინციდენტზე:

“ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ის საყელოში მწვდა, გაწყვიტა ჩემი ყელსაბამი და ძირს დამანარცხა. მე ძაღლის საჭმელ თასზე ზურგით დავეცი, ის დაცემისას გატყდა. გაბრუებული ვიწექი რამდენიმე წამი, შემდეგ წამოვდექი და ვუთხარი, რომ დაუყოვნებლივ წასულიყო.”

წიგნში ასევე ნათქვამია, რომ უილიამი მალევე დაბრუნდა ნოტინგჰემ კოტეჯში, იქ სადაც ინციდენტი მოხდა და ის საკმაოდ დამნაშავედ გამოიყურებოდა. უილიამმა ჰარის ბოდიში მოუხადა და ასევე აღნიშნა, რომ არ იყო საჭირო ჰარის ეს მეგანისთვის ეთქვა. მოგვიანებით, ჰარიმ, რა თქმა უნდა, მეგანს უთხრა, მას შემდეგ რაც მეგანმა ჰარის ზურგზე ნაკაწრები შენიშნა.

წიგნის გამოშვებამდე პრინცი ჰარის 2 სატელევიზიო ინტერვიუს გამოუშვებენ – ანდერსონ კუპერთან აშშ-ში CBS-ისთვის და ტომ ბრედბისთან ბრიტანეთში ITV-სთვის.

ტომ ბრედბისთან ინტერვიუს ტრეილერი უკვე გამოვიდა, სადაც კითხვაზე დაესწრება თუ არა ის მამამისის კორონაციას მაისში, ჰარი პასუხისგან თავს იკავებს. “მაისამდე შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, თუმცა მოლაპარაკებისთვის კარი ყოველთვის ღიაა.” აღნიშნა ჰარიმ.