ამ თვის დასაწყისში ბიონსემ ადიდასთან თანამშრომლობა დააანონსა. ამერიკელმა მომღერალმა ადიდასის კედების კოლექციაზე იმუშავა და თავისი სპორტული სამოსის ხაზი Ivy Park აღადგინა. გავრცელდა რამდენიმე ფოტო და ვიდეო ბიონსესა და ადიდასის კოლაბორაციიდან.

View this post on Instagram

Homecoming @Beyonce

A post shared by adidas (@adidas) on

ვიდეო ქოაჩელას ფესტივალის კვირეულის დროს ჩაიწერა, როდესაც ნეთფლიქსმა ბიონსეზე დოკუმენტური ფილმის გადაღება დააანონსა. თუ როდის ჩაეშვება კოლექცია გაყიდვაში ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

‘’ადიდასმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია შემოქმედებითი საზღვრების დარღვევაში. ჩვენ ვიზიარებთ აზრს, რომ კრეატიულობას, ზრდასა და სოციალურ პასუხისმგებლობას ბიზნესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. მოუთმენლად ველი Ivy Park-ის ხელახლა გამოშვებას’’- განაცხადა მომღერალმა თანამშრომლობის შესახებ.