BoF-ი იუწყება, რომ დონატელა ვერსაჩე კიმ ჯონსთან და სილვია ვენტურინი ფენდისთან გაერთიანდა ახალი კოლექციის შესაქმნელად, რომლის ჩვენებაც კვირას გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დეტალი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მოდის რამდენიმე “ინსაიდერმა” კვირას დაგეგმილი ჩვენებისთვის “საიდუმლო” მოწვევა მიიღო.
კოლაბორაციაზე ჭორები რამდენიმე თვეა ტრიალებს, მას შემდეგ, რაც კიმ კარდაშიან უესტმა ინსტაგრამზე დონატელასთან და კიმ ჯონსთან ერთად დადო ფოტო, თუმცა უცნობია კიმ კარდაშიანის როლი კოლექციის შექმნაში.
ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარი არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.