რიანას და ეისაფ როკის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ნოემბერში გავრცელდა. როგორც ამერიკული პრესის ცნობილი გამოცემები, People და New York Post წერდნენ, მუსიკის და მოდის ორი წამყვანი ფიგურა ნიუ-იორკში, The Beatrice Inn-ში, ვახშამზე დააფიქსირეს.ჭორები მთელ ინტერნეტს მალე მოედო. თუმცა მუსიკოსებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. ყვითელი პრესაც სხვა ვარსკვლავურ თემებზე გადაერთო, სანამ პაპარაცებმა ბარბადოსში გადაღებული ფოტოები არ გამოაქვეყნეს.

Popsugar

ახლადგავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით, სადაც მომღერლები ხელჩაკიდებულები სეირნობენ ბარბადოსის ქუჩებში, პრესა უკვე თამამად აღნიშნავს, რომ ვარსკვლავურ სამყაროში ახალი განხილვადი წყვილი გაჩნდა.