Condé Nast -ში განვითარებული ცვლილებები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. მას შემდეგ, რაც, 2020 წლის სექტემბერში, მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის, 128 წლიან ისტორიაში, პირველად, ოცდაექვსივე გამოცემა ერთ თემის გარშემო გაერთიანდა, ვოგში საინტერესო პრეცედენტი შეიქმნა. ამჯერად, კიდევ უფრო საინტერესო და საკამათო ექსპერიმენტის მომსწრე გავხდით.
Vogue იაპოანია ივლისი 2021 : მიკა არგანარაზი Inez & Vinoodh -ის ობიექტივში.
Vogue მექსიკა & ლათინური ამერიკა ივნისი 2021 : მიკა არგანარაზი Inez & Vinoodh -ის ობიექტივში.
როგორც Vogue -ის გამომცემლობაში, ქონდე ნასტში აცხადებენ, სხვადასხვა ქვეყნის ნომრებში, ერთობლივი კონტენტი ახალი სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც ანა ვინტურის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა.
ხშირად გვიფიქრია, რომ წარმოუდგენელიც კი არის ანა ვინტური კიდევ უფრო გავლენიანი გახდეს, თუმცა როგორც წლის დასაწყისში გაირკვა, ვინტურის გავლენა მოდის პრესაზე ისევ გაიზარდა და ახლა, ანა პასუხისმგებელია არა მხოლოდ ამერიკულ ვოგზე, არამედ Condé Nast-ის საერთაშორისო სარედაქციო პოლიტიკასა და მასალაზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანა ვინტური Condé Nast-ის ყველა გლობალური ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის უფროსია.მისი გავლენა და შერჩეული სარედაქციო პოლიტიკა ვრცელდება ვოგის ოცდაექვსივე გამოცემაზე.
როგორც ჩანს, Condé Nast -ის ერთობლივი სტრატეგიის შექმნის მიზანი საერთაშორისო გამოცემების ერთიანი პოლიტიკის და სარედაქციო ღირებულებების სქემაში მოქცევაა. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს Vogue -ში ახალი ერის დასაწყისია. ჩვენ უკვე ვხედავთ მექსიკურ და იაპონურ გამოცემებს, რომლებიც ორ განსხვავებულ თვეში, საერთო კონტენტს გვთავაზობენ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, რთული სათქმელია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ რადიკალური ცვლილებები ამით არ დასრულდება.
Vogue -ის მექსიკური და იაპონური გამოცემების ერთობლივი კონტენტი , 2021 წლის ივნისის და ივლისის ნომრებისთვის: მიკა არგანარაზი Inez & Vinoodh -ის ობიექტივში.
ვარცხნილობის სტილისტი: James Pecis
ვიზაჟისტი: Fulvia Farolfi