ეშლი გრეჰემი კოსმეტიკური ბრენდის Revlon-ის ტუჩსაცხის სახეა
პლუს ზომის მოდელი, ეშლი გრეჰემი კოსმეტიკურ ბრენდთან Revlon უკვე მეორედ თანამშრომლობს. პირველი თანამშრომლობა ბრენდისთვის მომგებიანი გამოდგა, პროდუქტი გაყიდვაში ჩაშვებიდან, საიტებზე რამდენიმე საათში სრულიად გაიყიდა. გრეჰემი ბრენდთან 2018 წლიდან თანამშრომლობს. ამ წლის თებერვალში კი გალ გადოტთან და ადვოა აბოასთან ერთად Revlon-ის ”I Can. So I Did” კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა. ახალი ტუჩსაცხი სახელად ”Apologetic” ამაზონზე უკვე გაყიდვაშია.
”ვერ ვიჯერებ, თუ როგორი გამოხმაურება მოჰყვა ტუჩსაცხის პირველ ნაკრებს და მოუთმენლად ველი როდის მიიღებთ შემდეგს” – განაცხადა ეშლი გრეჰემმა თავის ინსტაგრამზე.
არიანა გრანდე სილამაზის ხაზს ”Thank you, next” უშვებს
გასულ ნოემბერს არიანა გრანდე და მისი ყოფილი საქმრო, პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ, რასაც არიანას მხრიდან სიმღერის “Thank U, Next”- გამოშვება მოჰყვა. WWD ავრელებს ინფორმაციას, რომ “Ariana Grande Thank U, Next” -მა უკვე მოიპოვა სავაჭრო ნიშანი. სილამაზის ხაზი მოიცავს სუნამოს და სხეულის მოვლის საშუალებებს – ლოსიონებს, სკრაბებს და ა.შ
რიანა კანის მოვლის საშუალებებს გამოუშვებს
კოსმეტიკის და თეთრეულის ხაზის გამოშვების შემდეგ, რიანა ამჯერად კანის მოვლის საშუალებებს გამოუშვებს. ხაზს “Fenty Skin” ერქმევა. რიანამ ხაზი
US Patent and Trademark ოფისში უკვე დაარეგისტრირა. ჭორები, რომ რიანა კანის მოვლის საშუალებებს უშვებდა ჯერ კიდევ 2017 წელს გავრცელდა. როგორც ცნობილია, ხაზი ლოსიონებს, გელებს, ტონერებს მოიცავს.