გუშინ ჟივანშიმ ახალი კამპანიიდან რამდენიმე წამიანი ვიდეო გაავრცელა. შავ-თეთრ ვიდეოში არიანა თავისი ცნობილი ვარცხნილობითა და შავი კაბით ჩნდება, რომელიც ძალიან გავს ოდრი ჰეპბერნის საკულტო კაბას ფილმიდან ”საუზმე ტიფანისთან”. დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ არიანა ბრენდის 2019 წლის შემოდგომა/ზამთარის კამპანიის ახალი სახეა. კამპანია სრულიად ივლისში გავრცელდება.

”ძალიან ვამაყობ, რომ ჟივანშის ახალი სახე ვარ. ეს ის მოდის სახლია, რომელსაც ყოველთვის ვაღმერთებდი და ახლა ვიყო ამ ოჯახის ნაწილი დიდი პატივია. მიყვარს ეს სამოსი, მხიარულება და თავდაჯერებულობა, რომელსაც იმ ადამიანებს ანიჭებს, ვინც მას ატარებს. სამოსი კლასიკური და ლამაზია, ვამაყობ იმ ბრენდთან თანამშრომლობით, რომელიც ადამიანებს აგრძნობინებს, რომ ისინი მიღებულნი არიან ისეთები, როგორებიც არიან და ბოდიშს არ იხდიან იმისთვის, რაც უნდათ რომ იყვნენ” – განაცხადა არიანამ პრესასთან

ფრანგული მოდის სახლი ცნობილია ყველაზე დიდ სელებრითებთან თანამშრომლობით. ბრენდის დამფუძნებელს, იუბერ დე ჟივანშის არაერთი კაბა შეუქმნია ოდრი ჰეპბერნისთვის, ხოლო ამჟამინდელმა დიზაინერმა კლერ უაით კელერმა სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის, საპატარძლო კაბა შექმნა.

ფოტოები და ვიდეო კამპანიიდან:

WWD