ჟივანშიმ ახალი კამპანიიდან პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც 1 თვის წინ გახდა ცნობილი, კამპანიის სახე არიანა გრანდეა. ფრანგული მოდის სახლი ცნობილია ყველაზე აღიარებულ ვარსკვლავებთან თანამშრომლობით. არიანასთვის 2018 და 2019 წლები ძალიან წარმატებული იყო. ის არის მსოფლიო ჩარტების სათავეში და ვოგის ყდაზე. გრანდეს რელევანტურობიდან გამომდინარე ჟივანშისთვის ეს თანამშრომლობა შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს, თუმცა ახალი ფოტოები მარწმუნებს, რომ ჟივანში და არიანა გრანდე კარგი შერწყმა არ არის. ბრენდმა ფსონი არიანას ვარსკვლავურ სტატუსზე და გულშემატკივრების არმიაზე დადო, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფოტოები არიანატორების გარდა სხვა აუდიტორიასაც მოხიბლავს.
ჟივანში 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი: არიანა გრანდე ქრეიგ გრინის ობიექტივში. შემოქმედებითი ხელმძღვანელი: კლერ უაით კელერი.
არიანას განცხადებიდან:
”ძალიან ვამაყობ, რომ ჟივანშის ახალი სახე ვარ. ეს ის მოდის სახლია, რომელსაც ყოველთვის ვაღმერთებდი და ახლა ვიყო ამ ოჯახის ნაწილი დიდი პატივია. მიყვარს ეს სამოსი, მხიარულება და თავდაჯერებულობა, რომელსაც იმ ადამიანებს ანიჭებს, ვინც მას ატარებს. სამოსი კლასიკური და ლამაზია, ვამაყობ იმ ბრენდთან თანამშრომლობით, რომელიც ადამიანებს აგრძნობინებს, რომ ისინი მიღებულნი არიან ისეთები, როგორებიც არიან და ბოდიშს არ იხდიან იმისთვის, რაც უნდათ რომ იყვნენ”
ივლისის ბოლომდე ჟივანში ვიდეოსაც გაავრცელებს: