ნიუ-იორკის მოდის კვირეულის გამოტოვების შემდეგ, რალფ ლორენი თავის ახალ კოლექციას ციფრულ ფორმატში 25 მარტს წარმოგვიდგენს.

შოუს სახელწოდება “ან ყველაფერი, ან საერთოდ არაფერი” იქნება და მოიცავს მოდის სახლის მუზის, Janelle Monáe-ს, მუსიკალურ პერფორმანსს. კოლექცია გააერთიანებს რალფ ლორენის ორ ხაზს – ქალის Ralph Lauren Collection-ს და მამაკაცის Purple Label-ს.

© WWD

ჩვენება See Now Buy Now მოდელით გაიმართება, შესაბამისად 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას ვიხილავთ, რომლის შეძენაც მსურველებს მომენტალურად, პირდაპირ საკუთარი ეკრანებიდან შეეძლებათ.

რალფ ლორენის შემოთავაზებული ციფრული გამოცდილების მიღება შესაძლებელი იქნება ბრენდის ოფიციალურ საიტზე.

All Or Nothing At All – ტრეილერი