ანჯელინა ჯოლი საკულტო საოპერო მომღერლის, მარია კალასის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში, მთავარ როლს შეასრულებს. დაანონსებული კინოსურათის რეჟისორი “სპენსერისა” და “ჯეკის” შემქმნელი პაბლო ლარაინია.

როგორც გამოცემა Variety იუწყება, ეს იქნება ბიოგრაფიული დრამა, რომელიც კალასის ტრაგიკულ ცხოვრებასა და დიდებულ შემოქმედებით კარიერაზე საინტერესო ისტორიას წარუდგენს მაყურებელს. ანჯელინა ჯოლიმ როლზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ დიდი პაუხისმგებლობით ეკიდება კალასის პერსონაჟის განსახიერებას და ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი მხატვრული სახე სრულყოფილად შექმნას.

რაც შეეხება ფილმის პრემიერის თარიღს, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის იხილავს მაყურებელი ხმაურიანად დაანონსებულ ბიოგრაფიულ დრამას.