მარველის კინოსამყაროს გლობალურ ფენომენად ქცევას უკვე რამდენიმე წელია ვადევნებთ თვალს. როდესაც ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლიც შეუერთდა ამერიკული სუპერგმირების შთამბეჭდავ ისტორიებს, კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ უახლოეს მომავალში, Marvel -ის პოპულარობა საფრთხის წინაშე ნამდვილად არ დადგება.

2021 წლის მაისში, მარველის ახალი ბლოკბასტერის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა. Eternals – ასე ჰქვია ახალ ნამუშვარს, რომელშიც მთავარ როლებს ანჯელინა ჯოლი, რიჩარდ მედენი, სელმა ჰაიეკი, კიტ ჰარინგტონი და ჯემა ჩენი ასრულებენ.

Eternals საერთაშორისო ეკრანებზე ნოემბერში გამოჩნდება, თუმცა მანამდე, პრემიერებს დიდი ქალაქები მასპინძლობენ. ფილმის ჩვენება უკვე მოეწყო ლოს-ანჯელესში და რომში.

წითელ ხალიჩაზე ყველაზე დიდი ყურადღება ანჯელინა ჯოლიმ დაიმსახურა. ჯოლი კამერების წინაშე შვილებთან ერთად გამოჩნდა. ბავშვებს ანჯელინას ვინტაჟური კოსტიუმები ეცვათ.

Eternals-ის პრემიერა ლოს-ანჯელესში

აღნიშვნას იმსახურებს ზაჰარა ჯოლი-პიტის კაბა. ზაჰარას Elie Saab -ის ოტ-კუტიური ეცვა, რომელიც ჯოლიმ პირველად ოსკარის 2014 წლის დაჯილდოებაზე მოირგო.

რაც შეეხება თავად ანჯელინას, მსახიობმა ოლივერ რუსტენის Balmain-ის 2022 წლის რესორთ კოლექციაზე გააკეთა არჩევანი. ლუქის სრულყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ტუჩის აქსესუარი.

ამერიკული პრემიერიდან თითქმის ერთ კვირაში, Eternals -ის ჩვენება გაიმართა იტალიის დედაქალაქშიც. რომში ანჯელინამ იტალიური ბრენდები წარადგინა.

წითელ ხალიჩაზე მსახიობს Versace ეცვა, ხოლო ჟურნალისტებთან და ფოტოგრაფებთან შეხვედრაზე -Dolce & Gabbana.

ანჯელინა Dolce & Gabbana-ს შავი კაბით

ანჯელინა წითელ ხალიჩაზე Versace-ს ვერცხლისფერი კაბით

გახმაურებული პრემიერის პარალელურად, ანჯელინა ამშვენებს ამერიკული ELLE -ის ნოემბრის ნომერსაც, რომელიც ჰოლივუდში წარმატებულ ქალებს მიეძღვნა.

Elle ამერიკა ნოემბერი 2021

ფოტოგრაფი: Greg Williams