სერიალი The Queen’s Gambit გასული წლის ნამდვილ სენსაციად იქცა. როგორც ინტერნეტ ტელევიზიის უმსხვილესი ქსელი და მედია გიგანტი, Netflix იუწყებოდა, The Queen’s Gambit -ს, გამოსვლიდან პირველ 28 დღეში, 62 მილიონმა გამომწერმა უყურა, რაც ნეტფლიქსის მინი-სერიების ისტორიაში, რეკორდული მაჩვენებელი იყო. The Queen’s Gambit 63 ქვეყანაში #1 ადგილზე პოზიციონირდა, ხოლო ნაწარმოები, რომელზეც არის გადაღებული სერიალი, 37 წლის შემდეგ, პირველად, ნიუ-იორკ ტაიმსის ‘ბესთ-სელერებში’ შევიდა. ამასთან, კითხვა – “როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი” – გუგლის საძიებო სისტემაში, გასულ 9 წელში პირველად, ყველაზე ხშირად აკრეფილი კომბინაცია გახდა.
თავიდანვე ცხადი გახდა, რომ მთავარი გმირის შემსრულებელი, ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი, ანია ტეილორ-ჯოი ვარსკვლავური სამყაროს ახალი ფავორიტი სახე გახდებოდა. პანდემიის მიუხედავად, ანიამ უკვე მოახერხა ვირტუალურ ფორმატში ჩატარებულ დაჯილდოებებზე ღირსეულად წარდგენა. ამჯერად კი, მას ცნობილი ჟურნალების ედითორიალებში და ყდებზეც ვხედავთ.
რამდენიმე წუთის წინ, Vanity Fair -ის აპრილის ნომერი გავრცელდა. გამოცემას აპრილში სწორედ ანია ტეილორ-ჯოი ამშვენებს. გარეკანზე მსახიობს პრადას სამოსი აცვია.

ფოტოგრაფი: Ryan McGinley





