ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, დაჯილდოება ვირტუალურად მოეწყო. მიუხედავად უჩვეულო ფორმატისა, ვარსკვლავებმა მაინც შემოგვთავაზეს დასამახსოვრებელი წითელი ხალიჩის ლუქები. ‘საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში, ან სატელევიზიო ფილმში’ ანია ტეილორ ჯოი გახდა. ანიამ ჯილდო Netflix-ის ჰიტ-შოუში, The Queen’s Gambit-ში შესრულებული როლისთვის დაიმსახურა.

ამერიკელმა მსახიობმა 1960-იანი წლების გენიოსი ქალი მოჭადრაკის, ბეთ ჰარმონის როლი იმდენად ექსპრესიულად მოირგო, რომ მაყურებელს ეგონა, ჰარმონი რეალური ფიგურა იყო. სინამდვილეში, სიუჟეტი უოლტერ ტევისის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული და შესაბამისად, მთავარი გმირიც ლიტერატურული ნაწარმოების გამოგონილი პერსონაჟია.
ანია ტეილორ ჯოიმ 2021 წლის „ოქროს გლობუსის“ ვირტუალური დაჯილდოებისთვის კრისტიან დიორის კოსტიუმი მოირგო.