უკვე მეორედ, მაისის თვის პირველ ორშაბათს Met Gala-ს გარეშე ვხვდებით, თუმცა გასული წლისგან განსხვავებით, ამჯერად, Vogue -ის ამერიკულმა გამოცემამ გულშემატკივრებს სასიხარულო სიახლე მაინც გაუმხილა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის მეტ გალას თანაორგანიზატორებს შორის იქნებიან: ტიმოთი შალამე, ბილი ეილიში, ნაომი ოსაკა და ამანდა გორმანი.
უნდა აღინიშნოს, რომ ოთხივე მათგანი, წარსულში, მეტ გალას არასდროს დასწრებია და წელს, ისინი პირველად გამოჩნდებიან მოდის ყველაზე განხილვადი ღონისძიების წითელ ხალიჩაზე. გარდა ამისა, 19 წლის ასაკში, ბილი ეილიში გახდება ყველაზე ახალგაზრდა თანაორგანიზატორი მეტ გალას ისტორიაში.
2019 წლიდან მეტ გალას ყველაზე ახალგაზრდა თანაორგანიზატორის სტატუსი ჰარი სტაილს ჰქონდა მინიჭირებული. ბრიტანელი მომღერალი 25 წლის იყო, როდესაც ამ გახმაურებული და სანახაობრივი საღამოს ორგანიზების პატივი ხვდა წილად.
რაც შეეხება ზუსტ თარიღს და საღამოს თემას, როგორც აპრილის დასაწყისში გახდა ცნობილი, 2021 წლის მეტ გალა, მაისის პირველი ორშაბათის ნაცვლად, 13 სექტემბერს გაიმართება და ის ამერიკულ მოდას მიეძღვნება.