წარსულში სამოდელო სააგენტოები მოდელებს ფესტივალებზე და სხვა ხალხმრავალ ადგილებში ეძებდნენ, ახლა გამორჩეული გარეგნობის ახალგაზრდებს სოციალურ ქსელებშიც აკვირდებიან.
გოგონა, რომელმაც გუშინ ტომ ფორდის ჩვენება გახსნა, ინსტაგრამზე აღმოაჩინეს. მსგავსი ისტორია აქვს რებეკა ლი ლონგენდაიკს, ის მაღალი მოდის ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავია, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ.
2012 წელს აგენტებმა რებეკა ფეისბუქზე შენიშნეს, მისი ფოტოებით მოიხიბლნენ და მოდელობა შესთავაზეს. მაშინ რებეკა სკოლაში სწავლობდა, გადაწყვიტა სწავლა დაესრულებინა და სამოდელო კარიერაზე შემდეგ კონცენტირებულიყო. 2015 წელს ამერიკელმა სამოდელი კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა.
ღია ფერის თმა, კანი და თვალები, ერთი შეხედვით რებეკა”Girl Next Door” ტიპაჟს ზუსტად აკმაყოფილებდა, თუმცა აგენტები და კასტინგ დირექტორები ხედავდნენ, რომ ლონგენდაიკის ფოტოგენური გამომეტყველება, სიმაღლე, ძლიერი სიარულის მანერა და პიროვნულობა კომერციული გადაღებებისთვის ზედმეტად კარგი იყო.
2018 წელს რებეკა მაღალი მოდის პოდიუმზე პირველად გამოვიდა. ეს არ ყოფილა ხმაურიანი დებიუტი, როგორც ადუთ აკეჩის, ან კაია გერბერის შემთხვევებში, თუმცა 2 წლის შემდეგ, ამერიკელი პოდიუმის და მოდის წამყვანი გოგონა ხდება.
2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე რებეკამ 40-ზე მეტ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. წარმატებული გამოსვლების შემდეგ, გოგონა იტალიური ვოგის ყდაზე ორჯერ მოხვდა.
Models.com-მა რებეკა მსოფლიოს 50 ტოპ მოდელში შეიყვანა. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ლონგენდაიკი ქლოეს სახე გახდა.
ამერიკელს სამშობლოში ელიტ მოდელ მენეჯმენტი წარადგენს, საფრანგეთში და იტალიაში – Women Management, ინგლისში – Storm Models, გერმანიაში – Munich Models. რებეკას სიმაღლე – 1.77. პარამეტრები: 84-62-88.