ალექსინა გრეემი ვიქტორია სეკრეტის ახალი ანგელოზია. მას შემდეგ,რაც VS-მა ბარბარა პალვინი წარადგინა ახალ სახედ, გავრცელდა ჭორები, რომ ბრენდი კიდევ ერთ ახალ ანგელოზს ამზადებდა. ჭორები სიმართლე აღმოჩნდა. გაიცანით ალექსინა გრეემი, ბრიტანელი მოდელი, რომელიც პალვინთან შედარებით ნაკლებად ცნობილია, თუმცა ვიქტორია სეკრეტის გენერალური დირექტორის, ედ რაზეკის ფავორიტია. პროგნოზირებადი არჩევანია რაზეკისგან, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში ალექსინას ყველა გადაღებაში ამტკიცებდა.

ვიქტორია სეკრეტის ახალი ანგელოზები ერთად: ალექსინა და ბარბარა

View this post on Instagram

? ?

A post shared by Alexina Graham (@alexinagraham) on

ალექსინას წარდგენა ვიქტორია სეკრეტის ოფიციალურ ინსტაგრამზე

View this post on Instagram

Cheers to @alexinagraham, our NEW ANGEL! ??

A post shared by Victoria's Secret (@victoriassecret) on

ალექსინა 1990 წელს ბრიტანეთში დაიბადა. ლორეალის კონტრაქტი არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომელსაც 10 წლიანი სამოდელო კარიერის განმავლობაში მიაღწია. ბრიტანელი მოდელი გამოსულია ბალმანის, ჟან პოლ გოტიეს და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრენდის ჩვენებაზე, თუმცა პოდიუმზე უფრო შთამბეჭდავი პორტფოლიო ჟურნალების მხრივ აქვს. დაბეჭდილია ვოგის იტალიურ, არაბულ გამოცემებში, ამერიკულ გლამურში, WWD – ში, ინსთაილში, აიდიში და ა.შ. ვიქტორია სეკრეტში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა.

ალექსინა გრეემი ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაზე

ალექსინა სიმაღლეში არის 1.82, პარამეტრები:81-62-86