ამერიკელი სელებრითი დიზაინერი და ბალენსიაგას ყოფილი კრეატიული დირექტორი ალექსანდრ ვენგი სკანდალში გაეხვა. Shit Model Management-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში მოდელები მისი მხრიდან მათზე სექსუალურ ძალადობასა და შევიწროვებაზე საუბრობენ.

WWD

ვიდეოებს მოჰყვა კომენტარები გვერდის მკითხველების მხრიდანაც. როგორც ჩანს, ალექსანდრ ვენგის მსგავსი ქცევის შესახებ მოდაში დასაქმებული ადამიანებისთვის ცნობილი იყო, თუმცა ამას ყველა აიგნორებდა. ისტორიები ძირითადად დამწყებ მამაკაც (გეი და ნატურალი) და ტრანსგენდერ მოდელებს ეხება, მათი თქმით ვენგი მათ ათრობდა, ჩუმად უყრიდა ნარკოტიკებს სასმელებში, აუპატიურებდა და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ვენგი ცნობილია ტოპ მოდელებთან და სელებრითებთან მეგობრობით, ახლახანს ბეატი პრინსლუმ პირველად გაავრცელა მის და ადამ ლევინის საქორწილო კაბის ფოტო 2014 წლიდან.

ჯერ-ჯერობით ვენგისგან ან მისი წარმომადგენლებისგან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.