გაზაფხული/ზაფხული 2020 სეზონი ალექსანდრ ვენგის ჩვენებით გაიხსნა, რომელმაც ჩვენება ტრადიციული მოდის კვირეულის განრიგიდან 3 თვით ადრე წარადგინა. ვენგი თავისი შოუებს ივნისსა და დეკემბერში მართავს, რაც, როგორც თვითონ განაცხადა უფრო მოსახერხებელია პროდუქტის მიწოდების მხრივ. მან სეზონების სახელების გამოყენებაზეც უარი თქვა და გაზაფხული/ზაფხული “კოლექცია 1”-ით ჩაანაცვლა.

ჩვენების ლოკაციად ნიუ-იორკის როკფელერის ცენტრი შეირჩა, რადგან ეს ადგილი ზუსტად გამოხატავს ნიუ-იორკის ენერგიას. პოდიუმი როკფელერის ტერიტორიაზე მდებარე პრომეთეს ქანდაკების წინ მოეწყო.

nowfashion.com

ვენგი ნიუ-იორკში პირველად 17 წლის წინ აღმოჩნდა, როდესაც პარსონის მოდის უნივერსიტეტში სწავლობდა. ჩვენება ამერიკულ მოდასა და კულტურას ეძღვნებოდა, ამიტომ კოლექციაში იმ დიზაინერების გავლენა იგრძნობოდა, რომლებმაც ამერიკული მოდა “შექმნეს” და ალექსანდრ ვენგზე დიდი გავლენა იქონიეს. საუბარია ამერიკული მოდის პიონერებზე: დონა კარანზე, კელვინ კლაინსა და რალფ ლორენზეა.

“რამაც აქ მომიყვანა…ვინ იყვნენ პიონერები, რომლებმაც გზა გამიკვალეს… ამერიკულმა მოდამ და ამერიკელად დაბადებამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია. არა მარტო ბრენდებმა, არამედ იმანაც, თუ რას წარმოადგენდნენ ისინი: ძლიერ, შეუვალ ქალებს” – ალექსანდრ ვენგი

კოლექციაში ჭარბობდა ამერიკის დროშის სიმბოლოები. ერთ მოდელი კი თავისუფლების ქანდაკების მსგავსი გვირგვინის აქსესუარს ატარებდა, ჩვენების ბოლოს პოდიუმზეც ამერიკული დროშა გამოისახა.

ჩვენება დონა კარანის შემოქმედებით შთაგონებული ლუქებით გაიხსნა – ყავისფერი, ძლიერი მხრების მქონე სამოსი, რომელსაც მოგვიანებით დენიმ ლუქები და საცვლების ფორმის შორტები მოჰყვა, რომლებიც ლეგენდარულ კელვინ კლაინთან ასოცირდება.

კოლექციაში ვიხილეთ ვესტერნული კულტურისთვის დამახასიათებელი მაქმანებიანი შარვლები და ქუდები – პირდაპირი მინიშნება რალფ ლორენის გავლენაზე. ვენგის ნაბიჯმა, პატივი მიეგო თავისი მოდის კერპებისთვის, მარკ ჯეიკობსის ჩვენებები გამახსენა. მარკის კოლექციებში ხშირად შეინიშნება ისეთი ლეგენდარული დიზაინერების გავლენები, როგორებიც არიან: ივ სან ლორანი, კარლ ლაგერფელდი და კლოდ მონტანა.

ჩვენების განხილვისას უნდა შევეხოთ მოდელების შემადგენლობასაც. რა თქმა უნდა, ჩვენებას ვენგის ფავორიტი მოდელების გარეშე არ ჩაუვლია. პოდიუმზე ვიხილეთ: ბინქს ვოლტონი, ლექსი ბოულინგი, ქეთრინ მაკნილი, სელენა ფორესტი, კენდალ ჯენერი და კაია გერბერი. ჩვენება ამ უკანასკნელმა დახურა. ქასთი განსაკუთრებული მრავალფეროვნებითაც გამოირჩეოდა.

ჩვენებაზე გამოვიდა არიანა გრანდეს ყოფილი საქმრო, 25 წლის პიტ დევიდსონიც.

nowfashion.com

მიუხედავად სხვა დიზაინერების გავლენებისა, კოლექციაში ვენგის სტილი არ გადაფარულა. კვლავ შესამჩნევი იყო გოთური სენსუალობა და დიზაინერისთვის დამახასიათებელი მოკლე ქვედაბოლოები.

კოლექცია გამოირჩეოდა ჩანთების სიჭარბით:

ჩვენების ფინალში დიზაინერი თავის მშობლებთან ერთად გამოჩნდა აუდიტორიის წინაშე:

nowfashion.com

ჩვენების სრული ჩანაწერი: