ალექსანდრ არნო მეგობარ გოგონაზე დაინიშნა. Rimowa-ს გენერალური დირექტორი და აქსესუარების ბრენდის, D’Estrëe -ს დამფუძნებელი, Geraldine Guyot 2015 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. წყვილმა სიახლე ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა.

ალექსანდრ არნო, LVMH-ის პრეზიდენტის, ბერნარ არნოს მესამე შვილია, რომელმაც 640 მილიონ დოლარად შეფასებული ბრენდის, Rimowa-ს მართვა 2017 წელს, 25 წლის ასაკში დაიწყო. Geraldine Guyot, ალექსანდრის რჩეული, საკუთარი ბრენდის დაარსებამდე, მოდის ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ უნივერსიტეტში, ლონდონის Central Saint Martin- ში სწავლობდა. ახლა მისი ხაზი არაერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში წარმატებით იყიდება. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრის უფროსმა ძმამ, ანტუან არნომ, სუპერმოდელ ნატალია ვოდიანოვას ხელი შარშან, ზუსტად ამ დროს, შობა-ახალი წლის პერიოდში სთხოვა.