მოდის კვირეულის პირველი 3 დღის შემდეგ, მქონდა განცდა, რომ ქართველი დიზაინერებისთვის სექსუალურობა უმნიშვნელოა, რაც ქართულ პოდიუმს მოსაწყენს ხდის. ისინი საუბრობენ სხვადასხვა სოციალურ, თუ პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ არა ქალზე, რომელიც სექსუალურია. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, თანამედროვე მოდის ტენდენციებია. #Metoo აფეთქებიდან 2 წელში საერთაშორისო დიზაინერებიც ქალის სექსუალურად წარმოჩენაზე კონცენტირებას ერიდებიან. ახლა მისაღები და პოლიტკორექტულია თემები: ემიგრაციაზე, ეკოლოგიაზე, რასიზმზე და ა.შ.

გუშინ ალექსანდრე ახალკაციშვილმა თავისი სახელობის ბრენდის ახალი კოლექცია წარადგინა. ჩვენების დასრულების შემდეგ დიზაინერის კომენტარი არ მომისმენია, თუმცა კოლექციაში იყო სექსუალური ელემენტები, შეფარვით და არა ძალიან გამომწვევად, თუმცა ნამდვილად იყო.

სრულად კოლექციის მიმოხილვას კვირეულის დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ, მანამდე თვალი გადაავლეთ ლუქებს ალექსანდრეს ახალი კოლექციიდან, რომელიც გუშინ ვიხილეთ.

ალექსანდრე ახალკაციშვილი გაზაფხული/ზაფხული 2020 – თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული – 3 ნოემბერი.

Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com
Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com
Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com