ბრიტანული ვოგის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, ალექსანდრა შულმანმა დეილიმაილზე ახალი სტატია გამოაქვეყნა. სტატიამ ხმაური და ხალხის აღელვება გამოიწვია, როგორც მოდის წრეებში, ასევე ინდუსტრიის გარეთ. შულმანი 25 წელი ხელმძღვანელობდა ბრიტანულ ვოგს და მან რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ყველაზე საკულტო სუპერმოდელს საჯაროდ უთხრა, რომ ზედმეტად ბებერია ჯინსის და შავი კორსეტის მოსარგებად. საზოგადოების უმრავლესობამ ჰელენას დაუჭირა მხარი. შულმანს ინსტაგრამიდან პოსტის წაშლა მოუწია, რადგან უამრავი ადამიანი უკომენტარებდა, როგორი არასწორი საქციელი იყო ჰელენას შერცხვენა. საზოგადოების აღშფოთება ჰელენას პიროვნებამაც გამოიწვია. კრისტენსენი არასდროს ყოფილა ყურადღებაზე დამშეული სუპერმოდელი.

ალექსანდრა შულმანი:
„ადრე თუ გვიან, თითოეული ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა, მიუხედავად სურვილისა, წვეულებებზე გართობის ესტაფეტა მომდევნო თაობას უნდა გადაულოცო. ჰელენა კრისტენსენი, როგორც წესი, ყველაზე მეტად გამოირჩევა თავისი სტილით სუპერმოდელებს შორის. კარიერის მწვერვალზე ყოფნისას, შესანიშნავად გამოიყურებოდა უბრალო კაბასა და ფეხსაცმელებში, უმაკიაჟოდ და ძალიან უყვარდა მეგობრებთან ერთად დროის გატარება. მაშასადამე, რატომ გადაწყვიტა, რომ გასულ კვირას, 50 წლის ასაკში, ჯიჯი ჰადიდის 24–ე დაბადების დღის წვეულებაზე გამოჩენილიყო უგემოვნო, შავი გამჭვირვალე ბიუსტჰალტერით? შესაძლოა, უბრალოდ პანიკამ მოიცვა, როცა თემატური წვეულების წინაშე აღმოჩნდა (თემა დენიმი იყო) და იფიქრა, რომ პატარა ქალაქში მისი ამგვარი გამოჩენა ზუსტად მოერგებოდა მოთხოვნებს. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ ამ იმიჯით გვაჩვენა, თითქოს მისი დრო ჯერ არ წასულა. მას არ სურს წყნარად ჩაიაროს საღამომ, თუკი საქმე ეხება პაპარაცების ყურადღების მიქცევას. ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა არაგონივრული. არ არსებობს სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ რაოდენ ურცხვად შეუძლიათ ქალებს შეიმოსონ წლების მატებასთან ერთად. და არც უნდა არსებობდეს. სავალდებულო წესები და ასაკის შესაფერისი შაბლონური ჩაცმულობა მოსაწყენია. საკუთარ თავს არ უნდა მიუსაჯო მხოლოდ პალტოები, მუქი ლურჯი პიჯაკები, თეთრი პერანგები, როცა “დიდი 5–ეულის” წევრი ხარ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნამდვილად უნდა მოუღო ბოლო ენ სამერსის სტილს, რომლის ჩაცმაზეც არცერთი ნორმალური სტილის მქონე ახალგაზრდა არ იოცნებებდა. იუბილარიც კი თეთრ უბრალო მაისურში იყო.
ჩვენ შეგვიძლია თავს დავაჯეროთ, რომ 70 წელი ახალი 40–ია, 50 კი – 30, თუმცა ჩვენმა სამოსმა ხომ კარგად იცის სიმართლე. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად იდეალური მკერდი, არაჩვეულებრივი ფეხები გაქვთ, თუ რაოდენ უხილავია თქვენი მკლავების დაშვებული ნაწილი, უბრალოდ ჩვენი ტანსაცმელი ისე აღარ გამოიყურება ჩვენზე როგორც ადრე, რადგან მთავარი სამოსი არაა, არამედ თუ ვის აცვია ის. ისინი უკვე ადამიანებს წარმოაჩენს და არა მხოლოდ სხეულებს, ადამიანებს, ვინადაც ვიქეცით. ის, რაც 30 წლის წინ გეცვა, ანალოგიურად ვეღარ გეცმევა 20 წლის შემდეგ. ტანსაცმელი არ ცრუობს. მაშინ, როცა მამაკაცებს შეუძლიათ სექს–სიმბოლოს სტატუსის მოპოვება საკუთარ ნაჭუჭში გახვეულებსაც კი, ქალებისთვის ეს გაცილებით რთულია. როგორც საზოგადოებას, ჩვენ გვეშინია სექსუალურობის, რომელსაც თან არ სდევს განაყოფიერება. ასაკოვან ხალხს, ისეთებს, როგორიც რიჩარდ გირია, რომელიც 69 წლის ასაკში მამა გახდა, ან თუნდაც რონი ვუდი, რომელიც ახლა თავის 3 წლის ტყუპებს ასეირნებს, უპირატესობა აქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ მათი სექსუალური ფუნქცია წესრიგშია. როდესაც ქალის სხეული, აღარ გამოდგება ბავშვის გასაჩენად, სწორედ მაშინ ვხედავთ მათ მოშიშვლებულებს, რაც შემაწუხებელი და ტრაგიკულია. არ ვამბობ, რომ ეს სამართლიანია. მაგრამ სიმართლე ნამდვილად არის.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასაკით უფროსი ქალები უნდა დანებდნენ და პურდარში შეიფუთონ. ცუდი არაფერია იმაში, თუკი სასურველად ყოფნა გსურს – უბრალოდ საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ არის საზოგადოებაში შავი კორსეტით გამოსვლა. ასაკის მატების ერთერთი ყველაზე დიდი პლუსი თავდაჯერებულობის და თავისუფლების მოპოვებაა, საკუთარი თავის უფრო მეტად დაფასების, ვიდრე მხოლოდ სექსუალური ობიექტისა. ჰელენას თანამედროვენი, მაგალითისთვის, დიზაინერი ბელა ფრეიდი, მოდელი სტელა ტენანტი, მსახიობი ჯილიან ანდერსონი და მწერალი ზადი სმიტი ტკბებიან თავიანთი გარეგნობოთ და ეთამაშებიან თავიანთ ჩაცმულობს, თუმცა ისინი არ “ვაჭრობენ” თავიანთი კლიშური დემონსტრაციული სტილით. და ასე შეიძლება გაგრძელდეს მათი ცხოვრების ბოლომდე.
გასულ ზაფხულს ჯული კრისტისთან ერთად მივირთვი ჩაი. ფეხშიშველი იყო, წელზე გამოყვანილ მალინისფერ კოტონის გრძელ კაბაში თეთრი თასმებით, სახეზე კი იისფერი შეფერილობის სათვალე ეკეთა. თითქმის 80 წლის ასაკში, კვლავ გასაოცრად გამოიყურებოდა იმ კაბაში, რომელიც “ძალიან მისია”. სამწუხაროდ, ყველა ვერ ვიქნებით ჯული კრისტის მსგავსები, თუმცა შეგვიძლია მივყვეთ რჩევას, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ მაძლევდნენ ერთმა ქალბატონმა მომცა. ასეთი რამ მითხრა: “50 წლის ასაკს რომ მიაღწევ, უკვე უნდა იცოდე როგორ იყო კარგი თანამოსაუბრე. მანამდე კი უბრალოდ შეგიძლია ფლირტით დაკავდე.”