ალესანდრა ამბროსიო კანში კინოფესტივალის წითელი ხალიჩის შეუცვლელი ვარსკვლავია. რალფ & რუსოს ოტ კუტიურის შემდეგ,ალესანდრამ მეორე საჯარო გამოსვლისთვის ჯულიენ მაკდონალდის წითელი კაბა მოირგო. სტილისტი Inge Fonteyne წერს, რომ ალესანდრას კაბა წითელ ხალიჩამდე 3 დღით ადრე დაიხატა, ჯულიენის გუნდმა დღე და ღამე იმუშავა, რათა კაბის კანში ჩატანა დასრულებულ მდგომარეობაში მოესწროთ. ბრაზილიელი ბომბშელის ვარცხნილოაზე იზრუნა Benoit Moeyaert – მა, მაკიაჟი ეკუთვნის Patrick Ta – ს.

Getty Images Europe
Getty Images Europe