კარინ როიტფელდი CR Runway შოუს ფლორენციაში გამართავს

ივნისში პიტი უომოზე კარინ როიტფელდი CR Runway შოუს გამართავს, რომელსაც 5000 ადამიანი დაესწრება. შოუ ლეგენდარულ ფლორენციულ მაღაზიასთან ‘’LuisaViaRoma’’ პარტნიორობით ჩატარდება.

შოუ 13 ივნისს გაიმართება და პოდიუმზე წარდგენილი იქნება მამაკაცისა და ქალის ლუქები 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან. რამდენიმე ლუქი სპეციალურად შოუსთვის შეიქმნება და წლის სხვადასხვა პერიოდში LuisaViaRoma-ს საიტზე იქნება ხელმისწავდომი. შოუში თავიანთ სამოსს წარადგენენ: ჟივანში, პრადა, ბარბერი, ოფ-უაითი, სიმონ როშა და რიჩარდ ქუინი.

‘’ჩემი შთაგონების წყარო 90-იანებია, საოცარი, რევოლუციური დეკადა მოდაში. პირველი, რაც გამახსენდა ივ სან ლორანის 1998 წლის ჩვენება იყო მსოფლიო ჩემპიონატის დროს, მაგრამ არ მინდა რეტროსპექტივა გამომივიდეს’’ – განაცხადა CR fashion book-ის დამფუძნებელმა, კარინ როიტფელდმა.

კარინ როიტფელდი და Andrea Panconesi,
 LuisaViaRoma CEO და მფლობელი
ფოტო: DR

‘’ამდენი დიზაინერის პოდიუმზე ერთად თავმოყრა პირველად ხდება, ვფიქრობ რთული სამუშაო იქნება, მაგრამ ნამდვილი Fashion Moment იქნება’’- კარინ როიტფელდი

განცხადებისას კარინმა ისიც თქვა, რომ პოდიუმზე ახალ მოდელებთან ერთად 90-იანების ვეტერან მოდელებსაც ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კარინი კარლ ლაგერფელდის სახელობის ბრენდის მრჩეველი გახდა.

ალბერ ელბაზი Tod’s-ისთვის კოლექციას შექმნის

წინა წელს იტალიურმა ფეხსაცმლის ბრედმა Tod’s-მა პროექტი წამოიწყო – სხვადასხვა დიზაინერები ბრენდისთვის კაფსულა კოლექციებს ქმნიან. ახალ კოლექციაზე კი ამჯერად ალბერ ელბაზი იმუშავებს.

ალბერი ერთ-ერთი გამორჩეული ნიჭის პატრონია. ის სან ლორანში იკავებდა კრეატიული ხელმძღვანელის პოზიციას, 3 სეზონის შემდეგ კი იგი ტომ ფორდმა ჩაანაცვლა. 2001 წელს ალბერი ლანვინის დიზაინერი გახდა და 2015 წელს, 14 წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ ბრენდი დატოვა, რადგან ლანვინის მფლობელებთან უთანხმოება მოუვიდა. მას შემდეგ იგი მხოლოდ ერთჯერად პროქტებზე მუშაობდა, შექმნა ჩანთების კოლექცია LeSportsac-სთვის, ასევე კედები ქონვერსისთვის – ‘’Avant Converse’’, ახლა კი Tod’s-თან თანამშრომლობს.

YSL by Alber Elbaz

როგორც ცნობილია, ალბერი ძირითადად აქსესუარებზე იმუშავებს:

‘’ალბერი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული დიზაინერია, რომელმაც Tod’s-ის აქსესუარები უშეცდომო კრეატიული გენიალურობით წარადგინა’’- განაცხადა ბრენდმა.

ბიონსემ ადიდასთან პარტნიორობა დაანონსა

ბიონსემ სპორტული ტანსაცმლის ხაზი-IVY PARK 2016 წელს გამოუშვა.  ახლა იგი ბრენდს ამჟერად ადიდასთან კოლაბორაციით უშვებს:

‘’ადიდასმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია კრეატიული საზღვრების დარღვევაში. ჩვენ ვიზიარებთ აზრს, რომ კრეატიულობას, ზრდასა და სოციალურ პასუხისმგებლობას ბიზნესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. მოუთმენლად ველი Ivy Park-ის ხელახლა გამოშვებას’’- განაცხადა მომღერალმა.

ტომი ჰილფიგერი კოკა-კოლასთან კოლაბორაციით ტანსაცმელს უშვებს

1986 წელს ორ ამერიკულ საკულტო კომპანიას, ტომი ჰილფიგერსა და კოკა-კოლას შორის კოლაბორაცია შედგა. ამ კოლაბორაციის დროს შექმნილ ტანსაცმელს ჰილფიგერი ხელახლა უშვებს. როგორც ცნობილია კოლაბორაცია მოიცავს ყველაფერს-ზედებს, სვიტრებს, ჟაკეტებს. ტანსაცმლის ფასები $49.90-დან-$139-მდე მერყეობს.

‘’კოკა-კოლას კოლექცია, რომელიც 80-იანებში გამოვუშვით გაბედული, ნათელი და ძალიან პოპულარული იყო. კოლექციის ხელახალი გამოცემა, რომელშიც ქუჩის სტილის ელემენტებიც არის დამატებული, ახალგაზრდულ და ოპტიმისტურ სულს გამოხატავს’’- განაცხადა ტომი ჰილფიგერ გლობალის უფროსმა, Avery Baker-მა.

Photo: Wonderlandmagazine