ნოემბრის დასაწყისში პრადას და ადიდასის თანამშრომლობა დაანონსდა. თვის ბოლოს უკვე შეგვიძლია შედეგის ნახვა და ის იმაზე უფრო ნაკლებად გასაოცარია, ვიდრე ამას მოველოდით.
კოლაბორაციის შედეგად ახალი დიზაინი არ შექმნილა, თუმცა ბრენდების საკულტო პროდუქტებზე დამატებითი ბრენდინგი გაჩნდა.
ეს პროდუქტები პრადას Bowling ჩანთა და ადიდასის Superstar-ია.
იტალიაში დამზადებული უნისექს მოდელები გაყიდვაში შეზღუდული რაოდენობით 4 დეკემბრიდან გამოვა.