რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ბრიტანელმა ვარსკვლავმა პირველი მასშტაბური სატელევიზიო წარმოდგენა გამართა. ექსკლუზიურად CBS-ისთვის ადელმა ინტერვიუც ჩაწერა და შეეხო თემებს, რომლებზეც ბოლო წლებში, ყვითელი პრესა ხშირად საუბრობდა. ინტერვიუ ლეგენდარულმა ჟურნალისტმა ოპრა უინფრიმ წაიყვანა.
CBS-ის მაყურებელმა გადაცემის სრული ჩანაწერი გუშინ, კვირა საღამოს იხილა. მოდის პრესის ყურადღება დაიმსახურა ვარსკვლავის ჩაცმულობამ.
ინტერვიუს მსვლელობისას, ადელს ახალგაზრდა აფრო-ამერიკელი დიზაინერის, ქრისტოფერ ჯონ როჯერსის თეთრი კოსტიუმი ეცვა. აღსანიშნავია, რომ 10 ნოემბერს, ამერიკის დიზაინერთა საბჭომ, ქალის სამოსში წლის საუკეთესო ამერიკელ დიზაინერად სწორედ ქრისტოფერ ჯონ როჯერსი დაასახელა.
რაც შეეხება შავ კაბას, რომელიც ვარსკვლავს შოუზე ამშვენებდა, დიზაინი Schiaparelli-ის შემოქმედებით დირექტორს, დანიელ როუზბერის ეკუთვნის. ამერიკელმა დიზაინერმა იტალიური მოდის სახლი მომენტის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ბრენდად აქცია.