შავი ხავერდის და ტიულის მხრებზე გადასული კაბა – ადელმა ჰარის რიდის პირველი ნამუშევარი მოირგო ნინა რიჩიში.

ჰარისი ფრანგული მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად სექტემბერში დაინიშნა. მისი დებიუტი 2023 წლის თებერვალში, პარიზის მოდის კვირეულზე შედგება. Central Saint Martins-ის კურსდამთავრებულმა პირველი კაბა ადელის ვეგასის რეზიდენციის ფარგლებში ჩატარებულ “Weekends with Adele”-ის ერთ-ერთი საღამოსთვის შექმნა. კაბა სვაროვსკის კრისტალებით არის მორთული. ეს ხუთი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ნინა რიჩის მოდის სახლმა სელებრითისთვის VIP ლუქი შექმნა.

რიდმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. “ადელს, რომელიც ჩემთვის უსაზღვრო შთაგონების წყაროა, აცვია ჩემს მიერ შექმნილი პირველი ლუქი ბრენდისთვის. ჩემთვის დიდი პატივია შევქმნა სამოსი ადამიანისთვის, რომელიც განასახიერებს ნამდვილ ქალურობას.”

ჰარის რიდი სულ რაღაც 26 წლისაა, თუმცა მას საკუთარი ბრენდი აქვს და ხშირად თანამშრომლობს სელებრითებთან. მისი მშობლები ამერიკელი მოდელი ლინეტ რიდი და ბრიტანელი პროდიუსერი ნიკოლას რიდი არიან.