ვოგის ინტერვიუ JW Anderson-ის დამფუძნებელთან და ესპანური ძვირადღირებული ბრენდის, Loewe – შემოქმედებით ხელმძღვანელთან, ჯონათან ანდერსონთან.
ჟურნალისტი: Steff Yotka.
სად იყავი 2010-იანი წლების დასაწყისში?
მამაკაცის სამოსით ჩემი ბრენდი დაწყებული მქონდა, მაშინ ყველაფერი საკმაოდ ჩვეულებრივად იყო. ბლოგები არსებობდა და არა ინსტაგრამი, ჟურნალები იყო და არა ინტერნეტი. დასაწყისი იყო, საკმაოდ კარგი დასაწყისი, რადგან ვიგრძენი, რომ ჩემი ესთეტიკის საპოვნელად დრო მქონდა.
როგორი იყო გარდამავალი პერიოდი, ჯერ ქალის ხაზის დაწყება და შემდეგ, როცა ლუევეც გამოჩნდა?
ქალის ხაზი დავიწყე, რადგან ცნობილი მაღაზიები მამაკაცის სამოსის ისეთ ვერსიებს მთხოვდნენ, რომლებიც ქალებისთვისაც იქნებოდა, ამიტომ საჭირო ცვლილება იყო. შემდეგ, ქალის სამოსის შექმნა მომეწონა და უფრო მეტი მუშაობა დავიწყე. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. როდესაც ლუევე შემომთავაზეს, ორიენტირი არ მქონდა, სტარტაპივით იყო. ძალიან ისტორიულ ბრენდს ახალი მიმართულება სჭირდებოდა. სასიამოვნო იყო, რომ რაღაც ისეთის დაწყების შესაძლებლოება მომეცა, რომელსაც ზედ ჩემი სახელი არ ეწერა.
ლუევეში დრო ითხოვე, დაახლოებით 18 თვე, იქიდან, როდესაც ბრენდში მუშაობა დაიწყე, სანამ პირველი კოლექცია წარმოადგინე.
კი.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2020/03/FotoJet-1-6-1024x528.jpg)
JW Anderson შემოდგომა/ზამთარი 2017
რას აკეთებდი ამ პერიოდის განმავლობაში?
ლუევეს ბევრი ფიქრი სჭირდებოდა. უნდა გამეგო, ამდენი წლის განმავლობაში, ბრენდში რა შეეშალათ და რა გააკეთეს სწორად. არამგონია ახლა იმ პოზიციაზე ვყოფილიყავით, სადაც ვართ, რომ არა ის ერთი წელი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ პირველ სეზონზე შეგეშლება, შემდეგ გამოსწორება ძალიან რთულია. ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანი პირველ შოუს საკმარისად ვერ აფასებს. ამას სხვა ბრენდებში ვხედავ, როდესაც ხალხი ჩქარობს. ვფიქრობ, როდესაც სიჩქარით აკეთებ, სინამდვილეში არ იცი რას აკეთებ.
LVMH – ისგან (ლუევეს მფლობელი კომპანია) კრიტიკა იწვნიე, რადგან ერთი წლის განმავლობაში ახალი არაფერი გამოგიშვია?
არა. დელფინ არნო ( LVMH – ის ვიცე პრეზიდენტი) ძალიან გამგებიანი იყო. ვფიქრობ, მიხვდა რისი გაკეთებაც მინდოდა. ეს მომწონს დელფინში, გენდობა და პლატფორმას გაძლევს. ძალიან იღბლიანი ვიყავი.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2020/03/FotoJet-17-1024x528.jpg)
Loewe შემოდგომა/ზამთარი 2016
როგორ ფიქრობ, ლუევეში შენი შემოქმედებითი მოდელი რატომ გახდა წარმატებული?
მე ვფიქრობ თანმიმდევრულობის გამო. ახლა მეზღაპრე არ უნდა იყო, როგორც წარსულში. შეგიძლია იყო, მაგრამ რეალობის კონტროლი გჭირდება. ჩემს ბიზნესს ვმართავ და ეს წარმოუდგენლად რთულია. მინდა ლუევე გარკვეულ დონემდე მივიყვანო, სადაც ჯერ არ არის, ამიტომ იქ მანამ ვიქნები, სანამ ამას არ შევასრულებ. და ოდესმე შევასრულებ? დარწმუნებული არ ვარ.
ბოლო დროს შენი კოლექციები უფრო მდგრადი გახდა. პირადი ცვლილებაა, თუ ინდუსტრიის, ან იქნებ ორივე?
ვფიქრობ უბრალოდ რაღაცების გამყარება მომინდა. ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ და შემდეგ ისინი „მეინსთრიმის“ ნაწილი ხდება, ამიტომ ვფიქრობ უკეთესია, თუ ყველა ჩვენი იდეიდან ნამდვილ სარგებელს მივიღებთ.
აგრეთვე ვფიქრობ, რომ ეს საქმე მხოლოდ ჩვენებები არ არის. ეს მოდის ყველაზე დიდი ილუზიაა, რომ შოუები მთავარია, მაგრამ ასე არ არის. საქმე მოიცავს კომერციულ დაგეგმვარებას, მაღაზიებს, რეკლამირებას. ეს არის რაღაცები, რაც ჩემი საქმის 70% შეადგენს. ჩვენებები უფრო პატარაა ნაწილია. ზოგჯერ ხალხს ამის მოსმენა არ სურს, რადგან ისინი წარმომიდგენენ მაღალ კოშკურაზე, როგორ ვცდილობ ვიყო მიუწვდომელი და შემოქმედებითი, მაგრამ საბოლოოდ, ეს საქმე უწყვეტი დიალოგია ყველა დონეზე. არ შეიძლება მხოლოდ ჩვენებებზე კონცენტრირდება, რადგან ეს არ არის ის, რაც ბრენდს ამუშვებს.
დიზაინის პროცესში 2 ბრენდს როგორ განასხვავებ?
ყოველთვის ვამბობ, რომ JW Anderson კულტურული აგიტატორია და Loewe კულტურაა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2020/03/FotoJet-1-5-1024x528.jpg)
Loewe შემოდგომა/ზამთარი 2017
შემოქმედებითად, როგორ ინარჩუნებ პროდუქტიულობის მდგრად დონეს, როდესაც წელიწადში 16 სეზონურ კოლექციას ქმნი 2 ბრენდში, ქალის და მამაკაცის, მითუმეტეს, როდესაც ჩვენებების გარდა სხვა კომპონენტებთანაც გაქვს შეხება?
ვფიქრობ შეუჩერებლად ცნობისმოყვარე უნდა იყო. თანამშრომლობები ამიტომ მსიამოვნებს. ამიტომ მომწონს რასაც ვაკეთებ, რადგან უწყვეტად ვცდილობ რაღაც ახლის აღმოჩენას. და თუ ახალს ვერაფერს პოულობ, უბრალოდ შეეშვი საქმეს.
ხელოვნების მთლიანი ისტორია დიალოგია, წარსულის კოდების აღდგენა მომავლისთვის.
ყოველთვის ასე იყო. ჩემი აზრით, ახლა საკუთრების იდეით შეპყრობილები გავხდით, მაგრამ მთავარი საკუთრება არ არის. შემოქმედებითობისთვის ეს ყველაზე საშიშია. შეხედეთ ჯონ გალიანოს, ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ დიზაინერს. ის ახლებურად იაზრებდა ისტორიას. მისი მსგავსი აღარ გამოჩნდება, თუ ასე გავაგრძელებთ, ამიტომ წარსულში უნდა ვიყურებოდეთ და საკუთრებაზე არ ვფიქრობდეთ.
ჩვენ ამის შესახებ ადრეც ვსაუბრობდით, ცნობების სწრაფად შეგროვებამ როგორ შეცვალა წარმატების ჩვენეული აღქმა.
ბიზნესი ასე ცდილობს მუშაობას. არსებობს წარმატებული რაღაცები, მაგრამ ეგ უბრალოდ მარკეტინგია. თუ იმ პროდუქტზე საუბარი არ შეგიძლია, რომელსაც ქმნი და არ გჯერა იმ ხალხის, ვინც აკეთებს, მაშინ უმნიშვნელოა – წარმატებულია, თუ არა. ზოგჯერ ძალიან რთული შეიძლება იყოს, განსაკუთრებით თუ შემოქმედებითი ხარ. თავს შემოქმედებით პიროვნებად აღვიქვამ და ზოგჯერ მსუბუქად დემორალიზებული ვარ. შესაძლოა პოლიტიკის გამო, იმიტომ რომ პოლიტიკას საეჭვოს არავინ იხდის. საეჭვოს ხდიან, მაგრამ არ იციან კითხვები სწორად როგორ დასვან. ცხოვრება მოსაუბრე სარკეა და ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც სარკეში წარმოუდგენელი უწესრიგობაა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2020/03/FotoJet-18-1024x528.jpg)
JW Anderson შემოდგომა/ზამთარი 2019
როდესაც პოლიტიკაზე საუბრობ, მოდის ინდუსტრიის პოლიტიკას გულისხმობ?
კი. ვცდილობ რამდენადაც შემიძლია მოდის პოლიტიკისგან შორს ვიყო. მოდა ჩემი სამსახურია. სახლში ვბრუნდები და კართან ვტოვებ. წარსულში სახლშიც შემქონდა და ძალიან შეპყრობილი გავხდი, მაგრამ როდესაც ჩემს მშობლებს ვესაუბრე, მათ მითხრეს, რომ ეს სამსახურია. ვასრულებ სამსახურს, შემდეგ, ვუბრუნდები ჩემს სამყაროს. ჩემი საქმისთვის ბევრს გავცემ და მჭირდება, რომ რაღაც შევინარჩუნო.
არ ვფიქრობ, რომ ბრენდს პოლიტიკური ხედვა უნდა გააჩნდეს, რადგან ეს განსხვავებული რამ არის. (პოლიტიკურ თემებზე პროექტებს) ვაკეთებ პირადი კორექტირებით, მაგრამ თუ მყიდველს არ მოსწონს, არ მინდა მივყიდო. განსხვავებული ინიციატივები, რომლებსაც ვახორციელებთ, პიარის ხრიკი არ არის, ეს არის ის, რისიც მწამს. დღეს ძალიან ბევრი რამ კეთდება, რაც ხრიკია. ჩვენ ერთ ღამეში ნახშირბად-ნეიტრალური ვერ გავხდებით. თუ გადავწყვეტთ, რომ ნახშირბად -ნეიტრალური გავხდეთ, ამას როგორც საჭიროა, წესების დაცვით გავაკეთებთ.
დიზაინერები სრულყოფილები არ არიან. ყველა დიზაინერზე ვამბობ. ძალიან რთული მომენტია. მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, ის უნდა გააკეთო, რაც შენთვისაა სწორი. აქ ინდუსტრიისთვის სიამოვნების მისანიჭებლად არ ვარ – გამოსაწვევად ვარ. ჩემი აზრით, რაღაცები უნდა გამოვიწვიოთ, თორე ძალიან მალე ვიქტორიანულ ეპოქაში აღმოვჩნდებით.
თავს წარმატებულად გრძნობ?
არა. პრობლემა ისაა, რომ მე საკუთარი თავის ყველაზე მაგარი კრიტიკოსი ვარ. თუ ვიფიქრებდი, რომ წარმატებული ვარ, მაშინ შევეშვებოდი და სხვა რაღაცით დავკავდებოდი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მირჩევნია არ ვიცოდე ზუსტად სად ვარ, რადგან იმ წუთიდან როდესაც მიაღწევ ამ მომენტს, შემდეგ უკვე გრძნობ, რომ მთის მწვერვალზე აცოცდი. ჩემთვის მთა საოცრად მაღალია. აუცილებელია მაღალი იყოს, სხვა შემთხვევაში მწვერვალს მიაღწევ და შემდეგ ყველაფერი ძალიან მოსაწყენი გახდება.