„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ტომ ფორდი, შესაძლოა, ბრენდის გაყიდვისთვის ემზადებოდეს. გამოცემის ინფორმაციით, ფორდი მოლაპარაკებებს საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-თან აწარმოებს. ჯერ-ჯერობით უცნობია დეტალები, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარიგება საკმაოდ მასშტაბური შესაძლოა გამოდგეს.
ბრენდი Tom Ford რამდენიმე მილიარდი დოლარი ღირს. აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ საკონტროლო წილის შეძენა ახალ მფლობელს უფლებას მისცემს, ფორდის შემდეგ, ბრენდის მართვა სხვა დიზაინერს მიანდოს.