2014 წელს, რიანა გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც CFDA – ს სტილის კერპის ჯილდო მიიღო. ბარბადოსელი მომღერალი, წითელ ხალიჩაზე, ადამ სელმანის სვაროვსკის თვლებისგან გაწყობილი კაბით გამოჩნდა. რიანა ფაქტობრივად შიშველი იყო, მის სხეულს მხოლოდ სვაროვსკის თვლები ფარავდა. დღემდე, ადამ სელმანის კარიერაში, რიანას CFDA – ს კაბა ყველაზე აღსანიშნავი მომენტია.

(Photo: Getty Images)

„სანამ რიანასთან განვიხილავდით, მელ ოტენბერგს [რიანას სტილისტს] ვუთხარი, თუ როგორ მინდოდა CFDA – სთვის რამე შემექმნა. MTV – ს დაჯილდოებისთვის, ჩვენ ლოს-ანჯელესში ვიყავით და აღმოჩნდა, რომ რიანაც იქ იყო. შემდეგ, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა.“ – ადამ სელმანი.