თუ ფიქრობდით, რომ რიანას თეთრეულის ხაზმა, Savage x Fenty -მ მრავალფეროვნების და ინკლუზიურობის მაქსიმუმი უკვე გვაჩვენება, დროა ახალი კამპანია იხილოთ.
მომღერალმა თეთრეულის ბრენდის ახალი სარეკლამო კამპანია გაავრცელა, რომელსაც პატარა ადამიანი უწევს რეკლამას. 23 წლის Tamera McLaughlin პირველი პატარა ადამიანია, ვინც რიანას თეთრეულის ბრენდის სახე გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ რიანას ტანსაცმლი ხაზი, რომელიც LVMH-თან ერთად შექმნა, წარუმატებელი აღმოჩნდა, ფენტის თეთრეულის და კოსმეტიკის ბიზნესი განაგრძობს ზრდას. Savage x Fenty-ს ღირებულება უკვე შეადგენს მილიარდ დოლარს. თუ ყველაფერი დღეს არსებული მდგომარეობით განვითარდა, მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის, Savage x Fenty ქალის თეთრეულის სეგმენტის ლიდერი გახდეს.