აპრილში, როდესაც მოდის ინდუსტრია შეძრა სიახლემ ალბერ ელბაზის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ, ვერავინ იფიქრებდა, რომ თანამედროვეობის უდიდესი დიზაინერის გარდაცვალებით გამოწვეულ შოკს უახლოეს მომავალში კიდევ განვიცდიდით, მაგრამ ნოემბერში, მსოფლიო კიდევ ერთხელ დარჩა შეძრწუნებული – ვირჯილ აბლო 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავიხსენოთ მოდის მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც გასულ 12 თვეში დავკარგეთ:
Alber Elbaz – ებრაელი დიზაინერი
Cicely Tyson – ამერიკელი მოდელი და მსახიობი
Richard Buckley – ამერიკელი ჟურნალისტი და რედაქტორი
Elsa Peretti – იტალიელი დიზაინერი და ჰალსტონის მუზა
Angelo Zegna – იტალიელი ბიზნესმენი და ერმენეჯილდო ზენიას ვაჟი
Carla Zampatti – ავსტრალიელი დიზაინერი
Federica Cavenati – იტალიელი დიზაინერი და 16Arlington-ის დამფუძნებელი
Virgil Abloh – ამერიკელი დიზაინერი და Off-white -ის დამფუძნებელი