მომდევნო დღეებში მაღალი მოდის წამყვანი კონგლომერატები გასული 3 თვის ფინანსურ რეპორტს გაავრცელებენ. მოსალოდნელია, რომ მათ განცხადებებში მნიშვნელოვანი ადგილი ამერიკელ ტურისტებს დაეთმობათ. “ამერიკელი მომხმარებლები ისე მიიჩქარიან ევროპისაკენ თითქოს ხვალინდელი დღე აღარ არსებობს,” – ამბობს Ortelli & Co-ს ფინანსური მრჩეველი მარიო ორტელი. მისი პროგნოზით, ევროპის კონტინენტზე, ძვირადღირებული ტანისამოსის მწარმოებელი ბრენდების შემოსავალში დიდ როლს სწორედ ამერიკელები ითამაშებენ. ეს კი რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარეობს, თუმცა უმთავრესი მაინც ევროს დოლართან გატოლებაა.

ლუი ვიტონის და დიორის მფლობელი კომპანია, LVMH გასული 3 თვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 26 ივლისს გააკეთებს, Kering – 27 ივლისს, Hermès – 29 ივლისს.

Louis Vuitton – აქსესუარების სარეკლამო კამპანია

წყარო:FashionNetwork.com