გავრცელებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე ამერიკელი რეპერი მსმენელს ახალ ალბომს შესთავაზებს და ამ ნაბიჯით ოფიციალურად დაიწყებს სოლო კარიერას. რამდენიმე საათის წინ, რეპერის ახალი მუსიკალური კლიპის პრემიერაც შედგა, რომელშიც მომენტის წამყვანი სუპერმოდელი – ბელა ჰადიდი მონაწილეობს.

ბელას და ოფსეთის ჩაცმულობაზე ბალენსიაგამ და დემნამ იზრუნეს. გამომდინარე იქიდან, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტი ხშირად ესწრება ფრანგული ბრენდის ჩვენებებს, ახალ კლიპში კი, მხოლოდ დემნას ბალენსიგას კოლექციებია წარმოდგენილი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი დიზაინერი მომავალშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეპერის სოლო კარიერის ვიზუალური ესთეტიკისა და სტილის განვითარებაში.