2020 წელს, Netflix-მა არერთხელ მოახერხა საერთაშორისო მედიის ყურადღება მიეპყრო. Emily In Paris, The Queen’s Gambit, Ratched – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათალია, რომლებმაც მაყურებლის ჩართულობის რეკორდები მოხსნა. 2020 წლის მიწურულს, Netflix-ზე კიდევ ერთი ხმაურიანად დაანონსებული სერიალის, Bridgerton-ის პრემიერა შედგა. სერიალი ჯულია ქვინის ბესტსელერი რომანების სერიის მიხედვით არის გადაღებული.
Bridgerton-ის მეორე სეზონის მოახლოებასთან ერთად, Netflix გულშემატკივრებს არაერთ საინტერესო პროექტს სთავაზობს, მათ შორისაა კოლაბორაცია ლეგენდარულ ვიზაჟისტთან. პატ მაკგრათმა სერიალის შთაგონებით კოსმეტიკის ახალი კოლექცია შექმნა, რომელიც თვალის ჩრდილების და სახის პალეტებს აერთიანებს.
კოლექცია გაყიდვაში 26 დეკემბერს, Patmcgrath.com-ზე გამოვა. რაც შეეხება სერიალის მეორე სეზონს, პრემიერა 2022 წლის 21 იანვარს იგეგმება.