პარასკევს აშშ-ის მოქალაქე ჯენი მიჩელმა კოსმეტიკურ გიგანტს უჩივლა. მიჩელის თქმით, ლორეალის თმის გასასწორებელი საშუალებების გამოყენება საშიშია და საშვილოსნოს სიმსივნეს იწვევს. ჯენი თავად იყენებდა ლორეალის პროდუქტებს 2 დეკადის განმავლობაში, ცოტა ხნის წინ კი, საშვილოსნოს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შევიდა, რაც ცნობილ სამედიცინო გამოცემაში (Journal of the National Cancer Institute) გამოქვეყნდა ახალი კვლევა, სადაც ნახსენებია კავშირი თმის ქიმიურ გასასწორებელ საშუალებებსა და საშვილოსნოს კიბოს შორის.

Fashionetwork.com

კვლევაში აღნიშნულია, რომ სიმსივნის ეს ფორმა ორჯერ უფრო ხშირად ვლინდება იმ ქალებში, რომლებიც იყენებენ ზემოთხსენებულ ქიმიურ საშუალებებს.

L’Oreal-ის ოფიციალურ წარმომადგენელს სარჩელზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.