სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდმა ON-მა ზენდეიას მონაწილეობით ახალი კამპანია წარადგინა. Zone Dreamers — ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ტრეილერის ინსპირაციით შეიქმნა. კამპანიის რეჟისორია ნადია ლი კოენი, ხოლო სტილისტი — ლოუ როუჩი. როგორც აღწერაში ვკითხულობთ, ეს არის ტრეილერი დიდებული ფილმისა, რომელიც  არასდროს გადაღებულა. კამპანიაში ზენდეია კოსმოსურ ექსპედიციას ხელმძღვანელობს. რეტროფუტურისტული ჟანრში გადაღებული ვიდეო აერთიანებს 70-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკის ესთეტიკას და პერფორმანს არტს,

ზენდეია ON-მა ბრენდ ამბასადორის სტატუსით 2024 წლის ზაფხულში წარადგინა. 

იხილეთ ON-ის Zone Dreamers კამპანიის ვიდეო: 

Tags :