გასული 5 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბალენსიაგას შემოქმედებით დირექტორად დემნა გვასალია დაინიშნა, ფრანგული მოდის სახლი სპორტული ფეხსაცმელების ბიზნესში ერთ-ერთი გამოკვეთილი მოთამაშე გახდა. ყოველ სეზონზე, სნიკერების მოყვარულები ბალენსიაგასგან ახალ მოდელს ელიან, რომელიც შემდგომ, წლის აქტუალურ ტრენდად იქცევა. 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის დემნა გვასალიას ახალ შემოთავაზებას X-Pander წარმოადგენს.




მიუხედავად იმისა, რომ დემნას ფეხსაცმელებს ხშირად ახასიათებენ, როგორც ექსტრემალურს, არაორდინალურს და ირონიულს, აშკარაა, რომ ეს უკანასკნელი, ამ მახასიათებლებით, ყველა წინამორბედს აღემატება.


ახალი მოდელის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია ბალენსიაგას ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მისი ფასი 1,250 დოლარს შეადგენს.