ცხოვრების სტილი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თითოეული ჩვენგანის გარდერობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხშირად, სამოსის შერჩევისას გადამწყვეტი სწორედ მისი ჩვენს ყოველდღიურობასთან თავსებადობაა. ასე მაგალითად, თუ თქვენი დროის გარკვეულ ნაწილს სამუშაო გარემოში ატარებთ, სადაც მკაცრად დაცული დრესკოდია, მაშინ, თქვენს გარდერობშიც აუცილებლად უნდა მოიპოვებოდეს კორპორატიული იმიჯის შესაბამისი სამოსი. ცხოვრების მუდმივად მზარდი რიტმიდან გამომდინარე კი, თანამედროვე ადამიანებს არაერთ ასეთ განსხვავებულ გარემოში გვიწევს თავის წარდგენა. შესაბამისად, გვჭირდება სამოსის ის ძირითადი ელემენტები, რომლებსაც მარტივად შევუთავსებთ სხვადასხვა სიტუაციებს. უნდა ითქვას იცის, რომ უმრავლეს შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რომელ სტილს ვანიჭებთ უპირატესობას. როდესაც სახლიდან გასასვლელად ვემზადებით და სამოსს ვარჩევთ, პირველ რიგში, ვფიქრობთ – სად მივდივართ. თუ შემოდგომის სეზონზე, თქვენი ერთი თავისუფალი დღე მეგობრებთან ერთად ბუნებაში სიარულს ან ვარჯიშს უნდა დაუთმოთ, გჭირდებათ კომფორტული სპორტული ფეხსაცმელი, მიუხედავად იმისა, მიაკუთვნებთ თუ არა ადამიანთა იმ კატეგორიას თავს, რომლებსაც კლასიკურ სტილს სპორტული – ურჩევნიათ.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ლუქს Stradivarius-ის კოლექციებიდან, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კომფორტული და მიმზიდველი სტილი განსხვავებულ სიტუაციებში. აქვე გეტყვით, რომ Stradivarius 1994 წელს დაფუძნებული ბრენდია, რომელიც ცნობილია პრაქტიკული, ქალური, ფერადი სამოსითა და აქსესუარებით. ბრენდის პოპულარობას სწორედ მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე ორიენტირებული კოლექციები განაპირობებს.
კლასიკური პიჯაკი და შარვალი საქმიანი იმიჯისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიღებული და პრაქტიკული გადაწყვეტილებაა. Stradivarius-ის ეს დახვეწილი სილუეტის მოდელი კორპორატიული სამუშაო გარემოსთვის შესაფერისად ელეგანტურია. მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიცვლება ტრენდები მომავალში, ერთი რამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ – კლასიკური ჭრის და ვიზუალის პიჯაკი ყოველთვის დაგეხმარებათ მყარი შთაბეჭდილების მოხდენაში.


თუ სწავლობთ, ან სამსახურში მკაცრი დრესკოდი არ მოგეთხოვებათ, გიყვართ სახლიდან ხშირად გასვლა, შოპინგი მეგობრებთან ერთად, მაშინ, გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ კარგი ხარისხის, კომფორტული ჯინსის შარვალი. დენიმი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და შესაფერისი მოდური არჩევანია.


კომფორტის და მოხერხებულობის განცდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ფიზიკური დატვირთვისას. ვარჯიში ჩვენგან დამატებით ძალას და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ აუცილებელია, რომ სამოსი, რომელსაც მოვირგებთ, კანს თავისუფლად სუნთქვის და მოძრაობის შესაძლებლობას აძლევდეს. სწორედ ამის გათვალისწინებით გირჩევთ პრაქტიკულ და მიმზიდველ მოდელებს.


თუ ვარჯიშთან ერთად ბუნებაში სეირნობაც გიზიდავთ, მაშინ ჰუდი და მაისური საუკეთესო არჩევანია თქვენთვის.


და ბოლოს, დატვირთული კვირის შემდეგ, ყველა ჩვენგანს სჭირდება დასვენება. სასიამოვნო საღამო, საყვარელ ადამიანებთან ერთად, ერთგვარი შესაძლებლობაცაა, რომ ყოველდღიური სტილის ჩარჩოებს გავცდეთ და მოვირგოთ სამოსი, რომელიც თავს გამორჩეულად გვაგრძნობინებს. ყველაზე მარტივი, უსაფრთხო და ამავდროულად გარანტირებულად წარმატებული არჩევანი კი, რა თქმა უნდა, კარგი ხარისხის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და შავი კაბაა.


Stradivarius-ის კოლექციების დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ ბრენდის ოფიციალურ მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს: „თბილისი მოლში“, „სითი მოლში“ და „ისთ ფოინთში.“