წარმოგიდგენთ “Phantasie”-ს, Weekend Max Mara-ს ახალ Signature კოლექციას, რომელიც არტურ არბესერთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

Weekend Max Mara-ს 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ახალი Signature კოლექცია, რომელიც მრავალმხრივ ნიჭიერმა არტურ არბესერმა შექმნა, ფანტაზიას, კრეატიულობას და ვენას ეძღვნება.

Weekend Max Mara Signature Collection PHANTASIE

ავსტრიის დედაქალაქში დაბადებული და გაზრდილი არბესერი ქალაქის კულტურით მთლიანად იყო მოცული. ის რეგულარეულად ესწრებოდა თეატრალურ წარმოდგენებს, საბალეტო სპექტაკლებსა და საოპერო დადგმებს. თითოეული პერსონაჟი და კოსტიუმი მასზე შთაბეჭდილებას ადრეულ ასაკშივე ახდენდა. დღეს მისი შემოქმედებითობა სხვადასხვა სფეროზე ვრცელდება: მოდაზე, კოსტიუმების დიზაინზე, ინტერიერის დეკორზე და ზოგად დიზაინზე.

კოლექციაზე მუშაობისას, არბესერი ვენამ და ბალეტმა შთააგონა: ადრეული 1900-იანი წლების სახელოვნებო მოძრაობა Secession-მა, თანმდევმა ცვლილებებმა და მოძრაობის თავისუფლებამ, უზრუნველყოფილი საცეკვაო სამოსით, რომელიც თავისუფლების და კომფორტის შეგრძნებას ბადებდა, რაც Weekend Max Mara-ს ღირებულებებს ეთავსება.

Weekend Max Mara Signature Collection PHANTASIE

“ვენას ჩემზე უზომოდ დიდი გავლენა ჰქონდა: გარკვეულწილად მკაფიო, სუფთა, ზუსტი ხაზები და დისციპლინა რაღაც უფრო მსუბუქითა და ნაზით არის დაბალანსებული,” ამბობს არბესერი. “იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს უნიკალური მემკვიდრეობა Weekend Max Mara-ს Signature პროექტში ბოლომდე გამოვლენილიყო.”

არბესერს წარმოდგენილი ჰყავს ქალი, რომელიც დახვეწილი და თავდაჯერებულია, გლამურული, მაგრამ არაფორმალური, ფემინური და მხიარული. კოლექციაში მთავარი აქცენტი ფლუიდურ და დეკონსტრუირებულ სილუეტებზე კეთდება. მასში დიდ როლს თამაშობს ცოცხალი პრინტები, განსაკუთრებით ნათელი და გამოკვეთილი მოტივები, რომლებიც არბესერის ზეთის ტილოებით არის შთაგონებული. ჩეკები და ზოლები ვენის მოდერნიზმს ეხმიანება, ხოლო მაქმანებით ნაწილობრივ შემკობილი ოთხკუთხა პატერნები ფეჩვორქის ეფექტს ქმნის.   

Weekend Max Mara Signature Collection PHANTASIE

კაბები და ქვედაბოლოები მოცულობითი, სახალისო და ფრიალაა, ათლეტური სამოსი კი იმ მოსვენებულ მდგომარეობას გამოხატავს, რომელიც ხშირად რეპეტიციების შემდეგ ჩნდება და ფუფუნების შეგრძნებით არის ამაღლებული. მეორე მხრივ, სოლიდური თუ ზოლებიანი ჟაკეტების, პერანგების და შარვლების ინსპირაცია უნიფორმები და სამუშაო ტანსაცმელია. მსგავსად უტილიტარული კანვასის საყელოს მქონე თრენჩისა.

Weekend Max Mara Signature Collection PHANTASIE

ფერთა პალიტრა მარადიულ და მკვეთრ ტონალობებს მოიცავს, მათ შორის სამეფო ლურჯს, პიტნისფერს, ბადრიჯნისფერს და მბზინვარე ელემენტებს, მიღებული ახალ ქსოვილებზე – კოტონ პოპლინზე, აბრეშუმსა და ჯერსიზე. 
აქსესუარები მოიცავს საკულტო ჩანთა “Pasticcino”-ს საღამოს ვერსიებს, ჰაეროვან პლიმსოლებს და “ბაქეთ” სტილის ქუდის ახალ დიზაინს.

Weekend Max Mara Signature Collection PHANTASIE

“Phantasie”-ს წინასწარი ჩვენება  20 სექტემბერს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა, შენობაში, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო არტისტ შლომო ჰარუშის გამოფენა “ახლა არის შემდეგ და შემდეგ არის ახლა.”

მოემზადეთ, ფარდა მალე აიწევა და სტილისა და უნიკალურობის ახალი თავგადასავალი დაიწყება – ვარსკვლავი კი თქვენ იქნებით.