თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული წელი იწურება და მოდის ინდუსტრიაც, როგორც ყველა სხვა სფერო, გასულ 12 თვეს აჯამებს. ბერძნული Vogue 2020 წელს ხურავს ნომრით, რომელიც კვალდაკვალ მიჰყვება ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა. ყდაზე 3 აღიარებულ ტოპ მოდელს ხედავთ: Irina Shayk, Joan Smalls, Candice Swanepoel. ისინი Rowan Papier – მა გადაიღო, თუმცა ალბათ, თვალის ოდნავი შევლებითაც ცხადია, რომ შთაგონება ლეგენდარული პიტერ ლინდბერგი გახლავთ. არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ვოგის ბერძნულმა გამოცემამ ახალი ყდები 23 ნოემბერს, ლინდბერგის დაბადების დღეს გამოაქვეყნა.


Vogue საბერძნეთი დეკემბერი 2020

მთავარი რედაქტორი: Thaleia Karafyllidou
სამხატვრო ხელმძღვანელი: D. Andrianopoulos
მოდის შემოქმედებითი დირექტორი: Nicholas Georgiou

ყდა #1: Joan, Candice, Irina.

#2 ყდა: Candice Swanepoel

#3 ყდა: Joan Smalls

#4 ყდა: Irina Shayk