“Forces of Fashion” ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც Vogue-ს ორგანიზებით, როგორც წესი, ოქტომბრის თვეში იმართება. მომდევნო “Forces of Fashion”-ის ფარგლებში დაგეგმილი ფიზიკური ღონისძიებები ნიუ-იორკში, მექსიკაში, მუმბაიში და პირველად შაინხაისა და რომში მოეწყობა. სპიკერები, რომელთა ვინაობაც ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, ნიუ-იორკში მსმენელთა წინაშე 19 ოქტომბერს წარსდგებიან.

2023 წლის “Forces of Fashion”-ში მონაწილეობას მიიღებენ: რედაქტორები, დიზაინერები, ინფლუენსერები და ინდუსტრიის სხვა პროფესიონალები. სპიკერებს შორის იქნებიან: მოდელი ემილი რათაკოვსკი, ვიზაჟისტი პეტ მაკგრათი, არტისტი დრეიკ ქარი, დიზაინერი ვერა ვენგი და სხვები.

© Vogue

წლევანდელი კონფერენცია დამსწრეებს უპრეცედენტო წვდომის შანსს აძლევს იმ ადგილზე, საიდანაც ყველაზე გავლენიანი მოდური ჟურნალი იმართება. “Forces of Fashion” ნიუ-იორკში ერთი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში განთავსებულ Vogue-ს ოფისებში ჩატარდება და მას “The Run-Through With Vogue”-ს ჩიომა ნადი და ქლოე მალი წაიყვანენ. მასზე ასევე გამოვლინდებიან CFDA/Vogue Fashion Fund-ის გამარჯვებულებიც.