ვიქტორია ბექჰემმა მერჩენდაიზი გამოუშვა, რომელიც დევიდ ბექჰემის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალიდან ცნობილ სცენას მიუძღვნა. My dad had a Rolls-Royce – ამ წარწერით ტოპი თავად ვიქტორიამ სოციალური ქსელების მეშვეობით წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს ფრაზა სწორედ ნეტფლიქსის დოკუმენტურ ნამუშევარში გაჟღერდა. უფრო კონკრეტულად კი, ბექჰემების დიალოგისას, ვიქტორიამ აღნიშნა, რომ ორივე მათგანი მშრომელთა კლასიდან მოდიან, რაზეც დევიდ ბექჰემმა ცოლს სთხოვა, საჯაროდ ეღიარებინა, თუ რა მარკის მანქანა ჰყავდა მამამისს 80-იან წლებში. საბოლოოდ ვიქტორია ამბობს – My dad had a Rolls-Royce.
ეს სცენა ეპიზოდის გამოსვლისთანავე გავირუსდა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში მიმების ინსპირაციადაც იქცა. ვიქტორია ბექჰემმა სლოგანიანი ტოპი საკუთარი ბრენდის ფარგლებში გამოუშვა. მერჩენდაიზის შეძენა მსურველებს 150 დოლარად შეეძლებათ.