მოდის ინდუსტრიაში სექტემბერი ყველაზე მნიშვნელოვან თვედ ითვლება. გარდა იმისა, რომ სექტემბერში ახალი წლის სეზონის კოლექციების წარდგენა ხდება, მაღაზიებში ეშვება გასულ სეზონებზე ნაჩვენები შემოდგომა/ზამთრის კოლექციები. მოდის გამოცემები განსაკუთრებით დიდ დროს და ენერგიას ხარჯავენ სექტემბრის ნომრის მომზადებაზე. გაზაფხული/ზაფხულის სეზონთან შედარებით, შემოდგომა/ზამთრის სეზონის აქსესუარებსა და სამოსზე უფრო მეტი სტატია იბეჭდება. ამ თვის ნომრები, სხვა თვეებთან შედარებით, უფრო დიდი მოცულობითაც გამოირჩევა. ხშირ შემთხვევაში, სექტემბრის ნომრები სხვა თვეების გამოცემებს 100, ან 200 გვერდითაც აღემატება. ბევრად დიდი ადგილი უჭირავთ რეკლამებსაც, რაც აისახება შემოსავალზეც. მოდური გამოცემებისთვის სექტემბერი ყველაზე შემოსავლიანი თვეა. ამ და სხვა მიზეზების გამო, ცნობილი ჟურნალის სექტემბრის ნომრის გარეკანზე მოხვედრა განსაკუთრებით დიდ მიღწევად მიიჩნევა.
ამ სტატიაში გთავაზობთ Vogue -ის ოთხი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გამოცემის 2024 წლის სექტემბრის ნომრების ქავერ-ვარსკვლავებს:
Vogue აშშ, სექტემბერი 2024
გარეკანზე: Blake Lively & Hugh Jackman
ფოტოგრაფი: Baz Luhrmann


Vogue დიდი ბრიტანეთი, სექტემბერი 2024
გარეკანზე: Kylie Jenner
ფოროფრაფი: Luis Alberto Rodriguez

Vogue საფრანგეთი, სექტემბერი 2024
გარეკანზე: Vivienne Rohner
ფოტოფრაფი: Steven Meisel

Vogue იტალია, სექტემბერი 2024
გარეკანზე: Mariacarla Boscono, Vittoria Ceretti, Linda Evangelista, Maty Fall, Deva Cassel, Isabella Rossellini
ფოტოფრაფი: Steven Meisel





