Victoria’s Secret-მა 2022 წლის ბოლო 3 თვის გაყიდვების ანგარიში გაავრცელა. ბრენდის შემოსავლები, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ით ნაკლებია და 2.021 მილიარდ დოლარს შეადგენს. დაცემულია 2022 წლის სრული შემოსავალიც, კონკრეტულად 6%-ით – 6.3 მილიარდ დოლარზე. რაც შეეხება სუფთა მოგებას, ბრენდში აცხადებენ რომ 2022 წელს მოგებამ 348 მილიონი დოლარი შეადგინა.

ბელა ჰადიდი Victoria’s Secret-ის ახალ კამპანიაში

“2022 წლის გაანალიზებისას ყველაზე დიდ მადლიერებას ჩვენი გუნდის მიმართ ვგრძნობ, რომელთა დაუღალავმა შრომამაც გადაგვალახინა რთული პერიოდი. ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი კომპანია, რომლის მფლობელებიც მილიონობით ადამიანია [საუბარია აქციებზე], ამას მათ გარეშე ვერ შევძლებდით. მიუხედავად ჩვენი მომხმარებლების ფინანსური არასტაბილურობისა, ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კონტროლი შეენარჩუნებინათ იქ, სადაც ეს შეეძლოთ. აღელვებული ვარ Victoria’s Secret-სა და PINK-ში ახალი წლის დასაწყებად.” განაცხადა მარტინ უოთერსმა, ბრენდის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჯერ-ჯერობით, 2023 წელს შემოსავლის დაცემას ბრენდში ისევ ელოდებიან.