L Brands-მა, რომელიც Victoria’s Secret-ის მშობელი კომპანიაა, ოთხშაბათს გააკეთა განცხადება, რომ 2019 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში VS-ის 53 მაღაზიას დახურავს. ბრენდმა 2018 წელს 30 მაღაზია დახურა.
L Brands-ის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა სტიუარტ ბურგდორფერმა განაცხადა, რომ 2018 წელს ბრენდის მიერ დახურული მაღაზიების რაოდენობამ იმატა, რადგან ახალ მაღაზიებში ფულის ჩადებისგან თავს იკავებენ და ბოლო რამოდენიმე წელი ყურადღება გადატანილი აქვთ ძველი მაღაზიების მოდერნიზაციაზე. მისი თქმით, გასული წლის ბოლო 4 თვის მიმოხილვის შედეგად გადაწყდა, რომ მაღაზიების დახურვის პროცესი 2019 წელს გაძლიერდეს.
ბურგდორფერის განცხადებით მაღაზიების დახურვა ბიზნესის მართვის ნაწლია. რომ საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის მაღაზიები ძლიერად იზრდება და აპირებენ ჩინეთის ბაზარზე მაღაზიების მოდერნიზებას, თუმცა გეგმაში არ აქვთ დიდ ბრიტანეთში ახალი მაღაზიების გახსნა.
L Brands-ის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა ისიც თქვა, რომ Victoria’s Secret 2019 წელს ფოკუსირებული იქნება ინოვაციური სიახლეების შექმნაზე, რაც ბრენდს დაეხმარება წარმატების მიღწევაში.
ბოლო 10 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად VS-ის 15 მაღაზია იხურება. ამ პერიოდის განმავლობაში ბრენდს 820 მაღაზია აქვს გახსნილი, 673 დახურული და 130 გაყიდული. 2019 წელს დაგეგმილი 53 მაღაზიის დახურვა, VS-ის 1170 მაღაზიის 4%-ის დახურვას ნიშნავს.