18-25 წლის კლიენტების მოსაზიდად, Victoria’s Secret-მა თებერვალში დაიწყო Pink GRL PWR პროექტი, რომ ხელი შეუწყოს ბრენდის ახალ იდეებში გოგონების ჩართულობას Pink Nation აპლიკაციით. კომპანიამ საჯარო გახადა ქალებით ფორმირებული ჟიური, სადაც შედის ქალი ენტერპრენერები, ფილანტროპისტები, კონტენტ-შემქნელები და ინდუსტრიის ლიდერები. ინიციატივა უკვე მეორე საფეხურზე გადავიდა, სადაც იხმობენ 20 ახალგაზრდა ქალს, რომლებიც 10 000 დოლარს მიიღებენ, რათა დაიწყონ თავიანთი GRL PWR მიზნების განხორციელება. პირველი სამი კვირის განმავლობაში 5000-ზე მეტი ადამიანი დაინტერესდა
პროექტით.

Pink Nation-ის წევრებს შანსი ექნებათ დაესწრონ Pink GRL PWR პროექტის ჟიურის მიერ გამართულ ღონისძიებებსა და ლექციებს. ჟიურის წევრები კი განიხილავენ აპლიკანტების მიერ გამოგზავნილ ვიდეოებს, სადაც მონაწილეებმა უნდა ისაუბრონ, თუ როგორ გამოიყენებნ 10 000 დოლარს სხვებისა თუ საკუთარი თავების შთაგონებისთვის.

Pink-ის სეომ ემი ჰოკმა განაცხადა: “ეს ქალები წარმოაჩენენ იმ მრავალ ატრიბუტს, რომლებსაც ვეძებთ Pink GRL PWR პროექტისთვის, მათ შორისაა ენტერპრენერის სული და ცვლილების ძლიერი სურვილი. პროექტის მონაწილე თითოეული ქალი სამაგალითო იქნება ჩვენი კლიენტებისთვის იმის გაცნობიერებაში, რომ მათაც შეუძლიათ გავლენა ჰქონდეთ მსოფლიოზე.”