ვეს ანდერსონი მსოფლიო ეკრანებს თავისი ახალი კინემატოგრაფიული სამყაროთი უბრუნდება. ამჯერად მაყურებელი კომედიურ რომანტიკას – Asteroid City-ის იხილავს. ფილმი დაახლოებით ერთი წლის წინ დაანონსდა, ამჯერად კი მისი პირველი ტრეილერიც გავრცელდა. Asteroid City, ისევე როგორც ანდერსონის სხვა ფილმები განსაკუთრებული ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა. სამსახიობო გუნდში ვხვდებით რეჟისორის ისეთ ფავორიტ სახეებს, როგორებიც არიან: სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სუინტონი, ჯეისონ შვარცმენი, ედვარდ ნორტონი, ედრიენ ბროუდი, ედვარდ ნორტონი. ფილმში ასევე ვიხილავთ ტომ ჰენკსს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, უილემ დეფოს, მარგო რობის, მაია ჰოუკის და სხვა არაერთ ცნობილ მსახიობს.

ფილმის სიუჟეტი გასული საუკუნის 50-იან წლებში, ამერიკის წარმოსახვით ქალაქში ვითარდება. Asteroid City-ის მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება. 16 ივნისიდან კი კინოსურათი მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა.