
წლევანდელი Met Gala-ს ვარსკვლავი ბრენდი Chanel გახდა, გამომდინარე იქიდან, რომ თემატიკა კარლ ლაგერფელდი და მისი შემოქმედება გახდა. შესაბამისად, ღონისძიების მთავარი წვეულება სწორედ შანელმა გამართა. თუმცა, როგორც ვოგი აღნიშნავს, ოფიციალურად, ჯამში, 10 მსგავსი ვარსკვლავური წვეულება გაიმართა, რომელთა შორის, შანელის გარდა, არის ბაზ ლურმენისა და სტელა მაკარტნის საერთო საღამო და კლუბ Virgo-ში გამართული წვეულება.
პირველი კლუბ Zero Bond-ში გაიმართა, რომელსაც ჯენიფერ ლოპეზი, ქეით ჰადსონი, ობრი პლაზა და სხვები დაესწრნენ. თავად ბაზ ლურმენსა და სტელა მაკკარტნის კარლ ლაგერფელდთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ. ლურმანს გადაღებული აქვს შანელის სარეკლამო რგოლები, მათ შორის ცნობილი მინი-ფილმი ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით, Chanel No. 5-ის სუნამოსთვის.

















რაც შეეხება Virgo-ს წვეულებას (სახალისო ფაქტი: კარლ ლაგერფელდი ზოდიაქოთი სწორედ ქალწული იყო), საღამოს სხვა სელებრითებს შორის დუა ლიპა და რიანა დაესწრნენ. დუას ვინტაჟური შანელი ეცვა, რა თქმა უნდა. წვეულებამ გვიანობამდე გასტანა, რამაც ბევრ სტუმარს საშუალება მისცა რამდენიმე წვეულებაზე მისულიყო. სტუმრები დილის 4 საათამდე აგრძელებდნენ მოსვლას.











ფოტოები სხვა წვეულებებიდან:

















