რომში, პალაცო კოლონას დიდებულ ინტერიერში, Massive Attack-ის მუსიკის ფონზე, ვალენტინომ ოტ კუტიურის მშვენიერება სისადავით წარმოგვიდგინა. იტალიური მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი პიერპაოლო პიჩოლი მინიმალისტური ფორმებით ხელახლა შეეცადა ტანსაცმლის შექმნის უმაღლესი ფორმის განსაზღვრას.
ვალენტინოს მოდის სახლის არსებობის ისტორიაში პირველად, ოტ კუტიურ ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო მამაკაცის ლუქებიც.
კოლექციაში გამოყენებული არ იყო პრინტები, თუმცა ფერთა პალიტრა მას დაუვიწყარს ხდის, სექუინებით გაფორმებული სამოსი კი ბრწყინვალებას მატებს. ყურადღებას იქცევს პლატფორმინი ფეხსაცმელები და გრძელი, ელეგანტური ხელთათმანებიც. „კოლექციის ნარატივი თავად კოლექციაა,“ – ამბობს დიზაინერი. „არავითარი ისტორიები. არაფერი ფიგურალური. გარეგნულ მხარეზე მუშაობა მსურდა, არა დეკორატიული გაგებით, არამედ ოსტატობის თვალსაზრისით, რაც თავად იქცევა იერსახედ.“
პიერპაოლოსთვის Couture „რიტუალი, პროცესი, მზრუნველობა და ჰუმანურობაა,“ რაც მის ქმნილებებს განსაკუთრებულს და მარადიულს ხდის.
ჩვენების ჩანაწერი