ცნობილი იტალიური მოდის სახლი Valnetino იმ ბრენდების სიას უერთდება, რომლებიც ტანისამოსთან ერთად, კოსმეტიკურ პროდუქტებს აწარმოებენ. მიუხედავად იმისა, რომ Valentino-ს ჩვენებები ყოველთვის გამოირჩევა ეფექტური მაკიაჟით, ბრენდი მრავალი წელი მხოლოდ ტანისამოსზე და გამონაკლის შემთხვევებში, პარფიუმზე იყო ორიენტირებული.

როგორც ცნობილია, ბრენდის ძირითადი კონცეფცია მრავალფეროვნება, ინკლუზიორობა იქნება, მაგალითისათვის – Valentino ტონალური საცხის 50-მდე შეფერილობის გამოშვებას გეგმავს. მოდის სახლის კრეატიული ხელმძღვანელი, პიერპაოლო პიჩოლი აღნიშნავს, რომ წარმოების ხარისხი Valentino-ს, როგორც მაღალი მოდის ბრენდის შესაბამის პარამეტრებში ჩაჯდება, თუმცა გამოშვებული პროდუქტები ინდივიდებისთვის იქნება განკუთვნილი. კოსმეტიკური ხაზი ნებისმიერი ასაკის, კანის ფერისა და გემოვნების მომხმარებლის მოლოდინებს დააკმაყოფილებს . წინასწარი შეკვეთები ივნისიდან დაიწყება, ფიზიკურ მაღაზიებსა და მოლებში კი, Valentino-ს კოსმეტიკის ხაზი აგვისტოდან გამოჩნდება.